თბილისის მერი კახა კალაძე ჰერალდიკის საკითხებზე გამართულ შეხვედრას დაესწრო

 თბილისის მერი კახა კალაძე ჰერალდიკის საკითხებზე გამართულ შეხვედრას დაესწრო. ღონისძიებაზე თბილისის გერბისა და დროშის ჰერალდიკის წესებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე იმსჯელეს.

 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დიზაინისა და ანალიტიკის სამსახურის უფროსმა დავით ჩხეიძემ  და საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორმა მამუკა გონგაძემ საკრებულოს დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

 ღონისძიება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას  თბილისის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები და თბილისის საპატიო მოქალაქეები ესწრებოდნენ.

18 იანვარი 2018