კახა კალაძის ინიციატივით, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ ამხანაგური შეხვედრა გაიმართა

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა.

მატჩი დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებთან შედგა. მასში მონაწილეობა თბილისის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის და საკრებულოს წევრებმა, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღეს. თამაში ფრედ დასრულდა.

“ძალიან მიხარია, რომ სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა არის ტოლერანტული, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრა ბელიაშვილის ქუჩაზე იმ საფეხბურთო მოედანზე ჩატარდა, სადაც ინციდენტი მოხდა.

დედაქალაქის მერი ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით 10 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოვიდა.

14 აპრილი 2018