თბილისის მერიის განცხადება

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით განაგრძობს საგაზაფხულო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ტექნიკის დახმარებით გმირთა მოედანზე არსებული პანდუსი და იუსტიციის სახლის მიმდებარე საფეხმავლო ხიდი მოირეცხება.

აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე, გმირთა მოედანზე ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება - გადაიკეტება პანდუსზე ასასვლელი ხუთივე მონაკვეთი. ასევე, ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

17 აპრილი 2018