თბილისის მერია იწყებს პროფესიული გადამზადების პროგრამას - „ისწავლე და დასაქმდი“

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად იწყებს პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“.

პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და დასაქმების ხელშეწყობა.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსების განხორციელებას ტურიზმის, მომსახურების და სამშენებლო სექტორში.

სასწავლო კურსებს სრულად აფინანსებს თბილისის მერია და მისი ხანგრძლივობა 3 თვეს შეადგენს.

პროფესიული სწავლების მიმართულებები:

  1. ელექტრიკოსი;
  2. შემდუღებელი;
  3. დურგალი;
  4. მშენებელი;
  5. ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი;
  6. ავტომექანიკოსი;
  7. მძიმე ტექნიკის (სამშენებლო) ოპერატორი;
  8. მზარეული;
  9. სასტუმრო საქმისმწარმოებელი;
  10. სარესტორნო საქმისმწარმოებელი (მიმტანი);
  11. კონდიტერი (პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი);
  12. ბარმენი;
  13. მკერავი;
  14. სტილისტი;
  15. ლანდშაფტის დიზაინის სპეციალისტი;

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოქალაქე უნდა იყოს ქალაქ თბილისში რეგისტრირებული;
  • უნდა ჰქონდეს საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მოქალაქის მინიმალური ასაკი უნდა იყოს 18 წელი;
  • გაიაროს გასაუბრება დარგის სპეციალისტთან.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ: სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 23 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროგრამაში მონაწილე პროფესიულ კოლეჯებს:

სპექტრი- http://www.spectri.org/ 

მის: ბესარიონ ჭიჭინაძის ქ N10; ტელ: 2 40 16 87; 577 900 448; 577 752 474

იკაროსი -http://www.icarus.ge/index.php/en/ 

მის: მარშალ გელოვანის ქ.N4; ტელ: 577 200 742; 577 500 441;

მერმისი-http://www.mermisicollege.edu.ge/ ;

მის: გურამიშვილის ჩიხი N 9ა; ტელ: 214 78 87; 577 504 474;

23 აპრილი 2018