საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის „თბილისის თასი“ მფლობელი გახდა.
ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრები ანგარიშით 19:5 დაამარცხა და საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
დედაქალაქის მერმა საქართველოს წყალბურთის ნაკრებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობას თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.
„ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით და ჩვენს ბიჭებს იქაც მინდა წარმატებები ვუსურვო. ზოგადად წყალბურთი საქართველოში ყოველთვის პოპულარული სპორტი იყო, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, მას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სპორტის ეს სახეობა, ისევე როგორც სხვა სახეობები, წინ წამოვწიოთ. დედაქალაქის მერიის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა იქნება. საკმაოდ კარგი ახალგაზრდები მოდიან, კარგი ნაკრები გვყავს და იმედი მაქვს, ევროპაზეც წარმატებით ვიასპარეზებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ფინალური შეხვედრა ოლიმპიურ აუზზე გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა. საერთაშორისო ტურნირზე „თბილისის თასი“ მეორე ადგილი სლოვაკეთის, მესამე კი - ყაზახეთის ნაკრებებმა დაიკავეს.
აღნიშნული ტურნირი არის ყოველწლიური და ევროპის ფედერაციის (LEN) ეგიდით ტარდება. წლევანდელი ტურნირი ევროპის ჩემპიონატისთვის ბოლო მოსამზადებელი ეტაპია.
-
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
-
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება