თბილისის მერიის პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება

თბილისის მერიის პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება.

დღეს პროექტის ფარგლებში თბილისურ ეზოში მანანა და თინა მენაბდეების საღამო გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე და მერის მოდგილე სოფიო ხუნწარია დაესწრნენ. საღამოზე შესრულდა დები იშხნელების რეპერტუარი. გარდა ამისა, მანანა მენაბდემ წაიკითხა ამონარიდები საკუთარი საავტორო წიგნიდან.

“პროექტ “თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში, თბილისურ ეზოებს ვსტუმრობთ, რაც ყველაზე ლოგიკურია. თბილისური ეზოები, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, საკმაოდ წარმატებული პროექტი. დღეს გაიმართა მანანა და თინა მენაბდეების საღამო. მათ დები იშხნელების რეპერტუარი შეასრულეს. ზაფხულის სეზონზე დაგვრჩა კიდევ ერთი - გოგი ძოძუაშვილის და მზია არაბულის თბილისური ეზო”, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

პლატფორმა „თბილისის ცის ქვეშ“ ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, გარეუბნებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა. პლატფორმა მოიცავს მუსიკალურ კონცერტებს, საგანმანათლებლო ლექციებს, ინფო-ტურებს, ღია კინოჩვენებებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებს, რომლებზეც დასწრება თავისუფალი იქნება.

08 ივლისი 2018