გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერის მრჩეველი გენდერის საკითხებში ნინო ბურძენიძე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს 2018 წელს დაგეგმილი სხვადასხვა პროექტის ერთობლივად განხორციელების საკითხი, ასევე, იმსჯელეს 2019 წლის გენდერული ბიუჯეტის შექმნაზე, სამართლებრივი აქტების გენდერულ ექსპერტიზაზე, გენდერულ აუდიტზე,   საინფორმაციო და სხვა სახის ღონისძიებებზე, რომელიც გენდერული მეინსტრიმინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

„მინდა მადლობა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. 2018 წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში ჩვენი პარტნიორები იქნებიან ისეთი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტი (IRI), აზიის განვითარების ბანკი (ADB), საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ქალთა საინფორმაციო ცენტრი და სხვა. ვგეგმავთ ერთობლივად განვახორციელოთ უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებზე დადებით გავლენას მოახდენს და კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა ნინო ბურძენიძემ.

18 ივლისი 2018