თბილისის მერია მარშალ გელოვანის გამზირზე ორდონიანი კვანძის მშენებლობას იწყებს

თბილისის მერია მარშალ გელოვნის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოებს იწყებს.

სამშენებლო პერიოდში ქვეითები დროებით მოწყობილი ზებრა გადასასვლელით ისარგებლებენ.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქვეითები გზაგამტარით ისარგებლებენ, რომელზეც საფეხმავლო გადასასვლელი მოეწყობა.

 

 

25 ივლისი 2018