კაჩინსკის ქუჩის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, ღამის 00:00 საათიდან 30 ოქტომბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ლეხ კაჩინსკის ქუჩის ქეთევან დედოფლის გამზირისა და აწყურის ქუჩის მონაკვეთზე. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება.

N37 ავტობუსი აეროპორტიდან სადგურის მოედნისკენ მოძრაობისას, ჯორჯ ბუშის ქუჩიდან კვლავ კახეთის გზატკეცილისკენ მობრუნდება და აწყურის ქუჩისა და კახეთის I შესახვევის გავლით ქეთევან დედოფლის გამზირს მეტროსადგურ „ისანთან“ დაუკავშირდება.

ბუშის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ გადაადგილებისას, მიკროავტობუსები N27, N167 და N183 კაჩინსკის ქუჩიდან აწყურის ქუჩაზე მარჯვნივ შეუხვევენ და კასპის ქუჩიდან მოძრაობას ქეთევან დედოფლის გამზირზე განაგრძობენ.

ქალაქის ცენტრალური უბნებიდან კახეთის გზატკეცილის მიმართულებით მოძრაობისას, N27 და N183 მიკროავტობუსები ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩით მობრუნდებიან, გაივლიან კასპის, შემდგომ კი - აწყურისა და ნორიოს ქუჩებს და ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე აუხვევენ.

 

 

10 სექტემბერი 2018