ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში იქნება შესაძლებელი

ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი.

მსურველები რეგისტრაციას 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე შემდეგ სერვის ცენტრებში გაივლიან: 

  • ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში არსებული სერვის ცენტრი - შარტავას ქუჩა N7
  • ვაკის სერვის ცენტრი  - თამარაშვილის ქუჩა N10ა
  • გლდანის სერვის ცენტრი - დ. სარაჯიშვილის ქუჩა N1გ
  • ისნის სერვის ცენტრი  - ნავთლუღის ქუჩა N8/1
  • დიდუბის სერვის ცენტრი    - რობაქიძის გამზირი N2
  • სამგორის სერვის ცენტრი - მოსკოვის გამზირი N14
  • კრწანისის სერვის ცენტრი    - ორთაჭალის ქუჩა N4, II სართული, საუბნო განყოფილების შენობა
  • მთაწმინდის სერვის ცენტრი - ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N48
  • ჩუღურეთის სერვის ცენტრი - ზაზიაშვილის ქუჩა N2, დადიანის ქუჩა N1 (არმისული ქარვასლასთან, საუბნო განყოფილების შენობა)
  • საბურთალოს სერვის ცენტრი -     ა. მიცკევიჩის ქუჩა N29
  • ნაძალადევის სერვის ცენტრი        -         გურამიშვილის გამზირი, N16 კორპუსის მიმდებარედ

ტაქსების რეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც.

ამჟამად გაცემულია 9600-ზე მეტი ნებართვა.

აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება.

29 სექტემბერი 2018