კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები 10 დღეში ჩაირთვება

კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის გამო გათიშული შუქნიშნები უახლოესი 10 დღის მანძილზე ეტაპობრივად ჩაირთვება.

ამჟამად, მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე მდებარე შუქნიშნების სარეკონსტრუქციო სამუშაოები:

  • კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების გადაკვეთაზე;
  • კოსტავას ქუჩა N75-თან;
  • კოსტავას ქუჩა N77-თან;
  • შარტავასა და კალანდაძის ქუჩების გადაკვეთაზე.

აღსანიშნავია, რომ სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის ადაპტირდება და არსებულ შუქნიშნებს ქვეითთა სექციებიც დაემატება.

ქვეითთა შუქნიშნები ასევე დამონტაჟდება შარტავას ქუჩა N7-თან - თბილისის მერიის შენობასთან და შარტავას ქუჩა 42-თან, რაც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს.

15 ოქტომბერი 2018