მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო მეტროსადგური „ღრმაღელე“ ერთი დღით დაიკეტა

დღეს საღამოს მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ დაზიანდა სანიაღვრე კოლექტორი, რამაც მეტროსადგურის გვირაბში წყლის ჩადინება გამოიწვია და საჭირო გახდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს საღამოს 20:30 საათიდან, მეტროსადგური „ღრმაღელე“ ერთი დღით დაიკეტა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ინფორმაციით, მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მუშაობის განახლებამდე, მეტროსადგურების მონაკვეთებზე „ღრმაღელე-დიდუბე“ და „ღრმაღელე-გურამიშვილი“ და პირიქით, მგზავრებს უფასო ავტობუსი მოემსახურება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მეტროსადგურის აღნიშნული მონაკვეთებით მოსარგებლე მგზავრებს.

18 თებერვალი 2015