შარტავას ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა აღდგა

კოსტავას და შარტავას ქუჩებზე, გზის ორივე მხარეს ე.წ. „ბასლეინების“ დახაზვის შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა.

შარტავას ქუჩაზე N14, N29 და N49 ავტობუსებისა და N11, N30, N66, N88 და N208 მიკროავტობუსების, ხოლო კოსტავას ქუჩაზე N51 და N91 ავტობუსები და N145 და N202 მიკროავტობუსები უკვე ორმხრივად მოძრაობენ.

კოსტავასა და შარტავას ქუჩების ახლადრეაბილიტირებულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლების დახაზვა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ქუჩებზე ე.წ. „ბასლეინების“ ორივე მიმართულებით მოწყობის რეკომენდაცია საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ შეიმუშავა.

რეაბილიტირებულ მონაკვეთზე „ბასლეინები“ და შუქნიშნები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტს პრიორიტეტული გავლის რეჟიმით იმუშავებენ, ყოველდღიურად 140-150 ათასი მგზავრის შეუფერხებელ და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

22 ნოემბერი 2018