თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირზე.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

29 ნოემბერი 2018