თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. დღეს, 13 დეკემბერს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან - იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

 

13 დეკემბერი 2018