თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მელიქიშვილის გამზირი, ამაღამ 00:00 საათიდან 21 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

20 დეკემბერი 2018