დღეს 24:00 სთ-დან 25 დეკემბრის ჩათვლით მეტეხის გვირაბში კვლევითი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
კვლევითი სამუშაოებისთვის მეტეხის გვირაბის თითო მხარე 3-3 დღით დაიკეტება. კვლევით სამუშაოებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ხიდსაცდელი ცენტრი ჩაატარებს. ჩატარდება აზომვითი სამუშაოები, მოხდება გვირაბის გარშემო სიცარიელეების, ნაგებობის მდგრადობის, ბეტონის ვარგისიანობის შემოწმება, შიდა კომუნიკაციების მდგომარეობის შესწავლა. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, შედეგებიდან გამომდინარე, დაისახება შემდგომი სამოქმედო გეგმა.
სამუშაოები სპეციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლითაც ხდება 20 ხიდისა და 1 გვირაბის კვლევა, თუ რა მდგომარეობაშია ნაგებობები, რა სამუშაოები და თანხებია საჭირო მათი ნორმალური ექსპლუატაციისთვის.
19 დეკემბერი 2014
-
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
-
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა