დავით ნარმანიამ მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების შესახებ ბრძანება გამოსცა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ცხადდება. შესაბამის ბრძანებას თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ხელი დღეს, 1 დეკემბერს მოაწერა.

თბილისის მერის № 1900 ბრძანებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში მოხელის ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად, კონკურსი 2014 წლის 4 დეკემბრიდან ელექტრონულ მისამართზე: www.hr.gov.ge გამოცხადდება. განცხადებების წარდგენის ვადა 10 დღეა.

მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსი მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 3 ეტაპად ჩატარდება.

კონკურსის პირველი ეტაპია განცხადებების გადარჩევა, მეორე  ეტაპი - ტესტირება, მესამე ეტაპი – გასაუბრება.

კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის მეორე ეტაპის - ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვრა კონკურსანტის მიერ გაცემული სწორი პასუხების 75%-ით, ანუ 60 კითხვიდან არანაკლებ 45 სწორი პასუხის ოდენობით, ხოლო კონკურსის მესამე - გასაუბრების ეტაპზე, მინიმალური გამსვლელი ზღვარი განისაზღვრა საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით არანაკლებ 3 ქულისა.
გასაუბრებაზე კონკურსის მონაწილის დაშვების ერთადერთი საფუძველია ტესტირების ეტაპზე მინიმალური გამსვლელი ზღვარის გადალახვა. კანდიდატი, რომელიც ტესტირების ეტაპზე ვერ გადალახავს მინიმალურ გამსვლელ ზღვარს, გასაუბრებაზე არ დაიშვება.

ინფორმაციას კონკურსის მე-2 და მე-3 ეტაპების - ტესტირებისა და გასაუბრების გამართვის დროისა და ადგილის თაობაზე თითოეულ კანდიდატს ეცნობება ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტისა ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:www.new.tbilisi.gov.ge/news/2043

01 დეკემბერი 2014