თბილისში შუქნიშნების 20 ახალი ობიექტი მოეწყობა

მიმდინარე წელს თბილისში შუქნიშნების 20 ახალი ობიექტი მოეწყობა, ხოლო ხუთს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

31 მაისამდე ახალი შუქნიშნები ამოქმედდება მისამართებზე:

  • გურამიშვილის გამზირზე, N114 საჯარო სკოლის მიმდებარედ;
  • გურამიშვილის გამზირისა და ვარდისუბნის ქუჩების გადაკვეთაზე;
  • კუპრაძისა და თაყაიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე;
  • ბალანჩინის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ;
  • კახეთის გზატკეცილისა და მშვიდობის ქუჩის გადაკვეთაზე (სოფ. წინუბნის გადასახვევი);
  • სარაჯიშვილის გამზირისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის გადაკვეთაზე;
  • კოსტავას ქუჩისა და მიროტაძის ქუჩის გზაჯვარედინზე;
  • შარტავას ქუჩის N42-ის მიმდებარედ;
  • ვაზისუბნის დასახლებაში, პატარიძის ქუჩაზე, მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს შორის;

2019 წლის ბოლომდე შუქნიშნის ობიექტები ეტაპობრივად მოეწყობა:

  • ჯავახეთის ქუჩისა და კახეთის გზატკეცილის პონდუსის გადაკვეთაზე;
  • აგლაძისა და ხოშარაულის ქუჩების გადაკვეთაზე;
  • წინამძღვრიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების გზაჯვარედინზე;
  • წერეთლის გამზირისა და მირცხულავას ქუჩის გადაკვეთაზე;
  • შუამთისა და თრიალეთის ქუჩების გადაკვეთაზე, N117 საჯარო სკოლის მიმდებარედ;
  • ხუდადოვის ქუჩისა და გარეჯის მე-3 შესახვევის გზაჯვარედინზე
  • გორგასალის ქუჩაზე 300 არაგველის ობელისკის მიმდებარედ;
  • გლდანის დასახლებაში, მე-6 და მე-5 მიკრორაიონებს შორის, „კარფური“-ის მიმდებარედ;
  • ბოგდან ხმელნიცკის ქუჩა N48 ის მიმდებარედ;
  • ჭიჭინაძისა და გუმათჰესის ქუჩების გადაკვეთაზე N94-ე და N131-ე საჯარო სკოლების მიმდებარედ;
  • გახოკიძის ქუჩაზე N10-ის მიმდებარედ.

გარდა ამისა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება შუქნიშნების ობიექტებს:

  • თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების გადაკვეთაზე;
  • თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის გზაჯვარედინზე;
  • ბარათაშვილისა და ახვლედიანის აღმართის გადაკვეთაზე;
  • მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის პანდუსის გადაკვეთაზე, რიყის პარკის მიმდებარედ;
  • მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩის გადაკვეთაზე.
05 მარტი 2019