24 აგვისტოდან 27 აგვისტომდე რუსთაველზე, ოპერასთან ტრანსპორტი ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას

ცნობილი ამერიკული ფილმის ეპიზოდების გადაღებების საჭიროებიდან გამომდინარე, 24 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირზე, ოპერასთან, გზის ორივე მხარეს თითო-თითო ზოლზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ტრანსპორტი ორივე მიმართულებით ორ-ორ ზოლში შეძლებს მოძრაობას.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!

23 აგვისტო 2019