თბილისის მერიის განცხადება

ტექნიკური სამუშაოების გამო, 21 სექტემბერის 21:00 საათიდან 22 სექტემბრის 09:00 საათამდე სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. აღნიშნულის შედეგად ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან.

ქალაქ თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

 

20 სექტემბერი 2019