კიბერფესტივალზე დამსწრეთათვის მთაწმინდის პარკისკენ ავტობუსი დაინიშნება

კიბერფესტივალზე დასწრების მსურველთათვის 16 ნოემბერს, 12:00-დან 22:00 საათამდე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მთაწმინდის პარკის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს.

ავტობუსი მგზავრებს სტანდარტული, 50-თეთრიანი ტარიფით მოემსახურება. ამავდროულად, იმოქმედებს დაწესებული შეღავათებიც.

15 ნოემბერი 2019