თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 და 17 ნოემბერს, ღამის საათებში, აკაკი წერეთლის გამზირის ზოგიერთი ნაწილი ეტაპობრივად გადაიკეტება.

16, 17 ნოემბერს 23:00 საათიდან 07:00 საათამდე წერეთლის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი განხორციელდება.

სამუშაოები, აკაკი წერეთლის გამზირზე, თორნიკე ერისთავის ქუჩიდან - გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით მოხდება. სწორედ სამუშაოებიდან გამომდინარე, გამზირზე გზა ეტაპობრივად გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

16 ნოემბერი 2019