თბილისის მერიის განცხადება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ფარგლებში ადგილი აქვს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისი მოთხოვნების მასობრივ დარღვევას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ლევან ჯღარკავამ, პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ პირებს ამავე კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად მოუწოდა აქციის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ.

 

18 ნოემბერი 2019