ვაჟა-ფშაველას გამზირი ამაღამ სამედიცინო უნივერსიტეტთან დაიკეტება

საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 ნოემბრის 23:00-დან 26 ნოემბრის 07:00-მდე ვაჟა-ფშაველას გამზირის მონაკვეთი იონა ვაკელის ქუჩიდან მიხეილ ასათიანის ქუჩამდე გადაიკეტება. შესაბამისად, ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით იმოძრავებს იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და ასათიანის ქუჩების გავლით.


ხიდის ადგილზე მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედებულია შუქნიშნით ორგანიზებული ქვეითთა გადასასვლელი.


თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!

25 ნოემბერი 2019