თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩა ორი ღამის განმავლობაში გადაიკეტება.

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 1 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხოლო 2 დეკემბერს, ასევე 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გაგრძელდება.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

 

30 ნოემბერი 2019