თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დღეს პარიზში საფრანგეთი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს MEDEF Internationali-ის სესიაში მიიღო მონაწილეობა და ბიზნესსაბჭოს წევრებს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო.
მაია ბითაძის თქმით, უახლოეს პერიოდში თბილისში ჩამოსვლისა და პროექტებში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე ფრანგულმა კომპანიამ უკვე გამოთქვა.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე. რამდენიმე ცნობილმა ფრანგულმა კომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა, მეტროს რეაბილიტაციის პროექტს გაეცნონ და ამ მიზნით უახლოეს მომავალში თბილისს ეწვიონ. კომპანიების ნაწილი დაინტერესდა ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროექტებით. ხოლო ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიც არის „სეტეკი“ - საბაგიროების მოწყობით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისივე განმარტებით, საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფრანგული კომპანია „სისტრას“ პროექტის დეტალები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო თბილისში ტრანსპორტის განვითარებას და სამარშრუტო სქემებს.
-
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება
-
ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა
-
თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა