ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ავტობუსების მარშრუტი ორი დღით შეიცვლება

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ, ავტობუსების ბოლო გაჩერებიდან მე-8 მიკრორაიონში მდებარე მშენებარე ეკლესიამდე, საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგების გამო 28 და 29 დეკემბერს ავტობუსების მარშრუტები ნაწილობრივ შეიცვლება. N23, N24, N33, N39 და N51 ავტობუსები ვეკუას ქუჩაზე გლდანის მე-7 მიკრორაიონის მხრიდან გადაუხვევენ მშენებარე ეკლესიის მიმართულებით და გზას ხიზანიშვილის ქუჩაზე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ განაგრძობენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

28 დეკემბერი 2019