საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხვალ დილის 10 საათიდან დაიწყება

საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია ხვალ, 10 ივნისს 10 საათზე დაიწყება. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულად, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე:  www.kids.org.ge
საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

მიმდინარე წელს, საზაფხულო ბაღების რაოდენობა მშობლების მოთხოვნის საფუძველზე 25-მდე გაიზარდა.

საზაფხულო ბაღების სია:

1. გლდანი – 48 საბავშვო ბაღი – ჩიქვანაიას 38
2. გლდანი – 205 საბავშვო ბაღი – გლდანის V მიკრორაიონი
3. გლდანი – 1-ლი ლოგოპედიური საბავშვო ბაღი – გლდანის VIII მიკრო რაიონი
4. გლდანი – 184 საბავშვო ბაღი – მუხიანის I მიკრორაიონი
5. დიდუბე – 15 საბავშვო ბაღი – გაფრინდაულის 6
6. დიდუბე – 23 საბავშვო ბაღი – დიღმის მას. IV კვარტალი
7. დიდუბე – 91 საბავშვო ბაღი – წერეთლის 136
8. ვაკე – 1 საბავშვო ბაღი – ფალიაშვილის 34
9. ვაკე – 27 საბავშვო ბაღი – შავშიშვილის 5
10. ვაკე – 85 საბავშვო ბაღი – ვაჟა–ფშაველას 71
11. ისანი – 29 საბავშვო ბაღი – პატარძეულის 1
12. ისანი – 66 საბავშვო ბაღი – გუთნის I ჩიხი
13. ისანი – 182 საბავშვო ბაღი -ვაზისუბნის დასახლება
14. ისანი – 215 საბავშვო ბაღი -ქ.ჩოლოყაშვილის 1
15. კრწანისი -51 საბავშვო ბაღი – გორგასლის 43
16. მთაწმინდა – 170 – შანიძის 28
17. ნაძალადევი – 9 საბავშვო ბაღი -გუდამაყრის 2
18. ნაძალადევი- 43 საბავშვო ბაღი – ლაითურის 64
19. ნაძალადევი – 60 საბავშვო ბაღი – თემქა XI მიკრო III კვარტალი
20. საბურთალო – 198 საბავშვო ბაღი – ი.პეტრიწის 15/ა
21. საბურთალო – საბავშვო ბაღი იმედი – ბახტრიონის 8
22. სამგორი – 28 საბავშვო ბაღი – მესამე მასივი X კვარტალი
23. სამგორი – 45 საბავშვო ბაღი – ჯავახეთის 8/ა
24. სამგორი -16 საბავშვო ბაღი – ბ.ხმელნიცკის 181
25. ჩუღურეთი – 34 საბავშვო ბაღი – გრანელის 17

09 ივნისი 2015