თბილისის მერიის განცხადება
დღეს, 16 მაისს, 15:00 საათზე, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ ტერიტორიაზე გაიმართება სახანძრო-სამაშველო სწავლება -„მეტროპოლიტენი 2020“. შესაბამისად, გადაიკეტება “სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორია. სასწავლო ვარჯიშის ფარგლებში, მოსალოდნელია ადგილი ჰქონდეს დაკვამლიანებას.
სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ტექნიკა ასევე მობილიზებული იქნება მეტროსადგურებთან - „წერეთელი“ და „ნაძალადევი“.
ღონისძიების მიზანია შეიქმნას წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა, რათა უფრო ეფექტიანი გახდეს შესაძლო ხანძრებზე რეაგირება.
ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის ორგანიზებით ტარდება.
16 მაისი 2020
-
თბილისის მერიის განცხადება
-
თბილისის მერიაში შშმ პირთა საკურორტო ვაუჩერების მისაღებად განაცხადების შევსება იწყება
-
თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის განცხადება