სოციალური პროგრამები

 

კომუნალური სუბსიდირების პროგრამა 

პროგრამის არსი: 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახებისთვის, პროგრამა ზამთრის პერიოდში (იანვარი, თებერვალი, მარტი, ნოემბერი, დეკემბერი) ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის სუბსიდიის დარიცხვას ითვალისწინებს. კომუნალური სუბსიდიის გარდა, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფულადი დახმარება დაერიცხებათ.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის

თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება

პროგრამის არსი:

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური ფულადი დახმარება. 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მე-3, მე-4, მე-5 და შემდეგი შვილის

დაბადებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება

 

პროგრამის არსი: 

პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა

 

პროგრამის არსი:

პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დასვენების უზრუნველყოფას, ასევე, შემოსული განცხადებების საფუძველზე კონტინგენტის შერჩევას, განაწილებას, ნაკადების დაკომპლექტებას და მთისა და ზღვის კურორტების საგზურების გაცემას. სულ, პროგრამით მომვლელის ჩათვლით, 1500-1700 პირი ისარგებლებს.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

10-დან 16 წლამდე ბავშვების საკურორტო-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკები

 

პროგრამის არსი:

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებულ ბავშვთა საზაფხულო საკურორტო-გამაჯანსაღებელ ბანაკებში დასვენებას. სულ, პროგრამით  თბილისში მცხოვრები 3000 ბავშვი ისარგებლებს.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

 

100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი  დახმარების პროგრამა 

 

პროგრამის არსი:

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებულ 100 წელს მიღწეულ ხანდაზმულთათვის ფინანსური დახმარების გაწევას.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში

სწავლების დაფინანსების პროგრამა

 

პროგრამის არსი:

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში სწავლების ღირებულების ანაზღაურებას; ბენეფიციარებს თითო სახეობის/წრის არჩევის უფლება აქვთ.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ხელოვნების სკოლებში

სწავლების დაფინანსების პროგრამა 

 

პროგრამის არსი:

პროგრამა ითვალისწინებს ბაშვების განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა სწავლების ღირებულების ანაზღაურებას ხელოვნების სკოლებში, თითო სახეობის არჩევის უფლებით.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი 

 

 

სოციალურად დაუცველი  მოსწავლეების საცურაო აუზებსა და

სპორტულ სკოლებში სწავლების დაფინანსების პროგრამა 

 

პროგრამის არსი:

პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოზარდების ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული მოსწავლეების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსებას, თითო სახეობის არჩევის უფლებით;

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

სერვის ცენტრებში სამგზავრო ბარათების დამზადების

(ინიციალიზაციის) პროგრამა

 

პროგრამის არსი:

მეტროთი და ავტოტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის უკონტაქტო პლასტიკური ბარათების შესყიდვა, ინიციალიზაცია, გაცემა. ბენეფიციარებზე პლასტიკური ბარათების გასაცემად  სერვისცენტრის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა;

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

სოციალურად დაუცველი და უპატრონო მიცვალებულების

დაკრძალვის დაფინანსება

 

პროგრამის არსი:

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახების წევრთა გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე პროზექტურებში განთავსებული უზედამხედველო მიცვალებულების დაკრძალვის სარიტუალო მომსახურებასა და სასახლით უზრუნველყოფას.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

ყრუ ინვალიდთა თარჯიმან-დაქტილოლოგების მომსახურებით

უზრუნველყოფის პროგრამა

 

პროგრამის არსი: 

ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეების თარჯიმან-დაქტილოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფა.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებები

პროგრამის არსი:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი  მოქალაქეების სამედიცინო და სხვა სერვისების მომსახურების დაფინანსება.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

ომის ვეტერანთა დახმარება 

 

პროგრამის არსი:

პროგრამა ითვალისწინებს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ამ ომში მარჩენალდაკარგულებისთვის 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის ხელშეწყობა 

 

პროგამის არსი:

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში  მცხოვრებ  მარტოხელა  ხანდაზმულთა  საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით დღის ცენტრის კომუნალური გადასახადების დაფინანსებას.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

მიუსაფართა თავშესაფრის მოვლა-პატრონობის პროგრამა 

 

პროგრამის არსი:

ქ. თბილისში მცხოვრებ მიუსაფარ პირთა თავშესაფრით, პირველადი სამედიცინო მომსახურებით და საჭიროებებით,  მათ შორის, საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის

მქონე პირების დახმარების პროგრამა

 

პროგრმის არსი:

18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

  

 

,,ვოლდ ვიჟენ საქართველოს" სოციალურად დაუცველი ბავშვების

დღის ცენტრის თანადაფინანსების პროგრამა

პროგრამის არსი:

ბავშვთა მიტოვების პრევენციის ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველი დედებისა და მათი ოჯახების გაძლიერება.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების

მქონე უსინათლო პირების დახმარება

 

პროგრამის არსი:

მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე  ერთჯერადი

500 ლარიანი დახმარების პროგრამა

 

პროგრამის არსი:

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალურ დახმარების გაწევა.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამა

 

პროგრამის არსი:

პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული,  საწოლს ან სახლს მიჯაჭვული პირების შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფას.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის

ხელშეწყობის პროგრამა

 

პროგრამის არსი:

პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსებას.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი