თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" 15 აპრილს საერთაშორისო ტურიზმის კონფერენცია "თბილისი - შეხვედრების ადგილი" გაიმართება.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას თბილისის დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების - ლვოვის, მინსკის, ხარკოვის, ლუბლინის და ასტანას წარმომადგენლები მიიღებენ. მონაწილეები ერთმანეთს ტურიზმის მიმართულებით გაუზიარებენ გამოცდილებას, თუ როგორ შეიძლება ტურიზმმა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ქალაქების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.

კონფერენცია „მე-18 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის" ფარგლებში გაიმართება,  გამოფენის ორგანიზატორია "ექსპო ჯორჯია".

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ ბმულზე.

 

კონფერენციის პროგრამა იხილეთ შემდეგ  ბმულზე  (GEO)  (ENG)