სოციალური უზრუნველყოფის  ქვეპროგრამების თაობაზე მოკლე ინფორმაცია. 2017 წელი.

 

ქვეპროგრამის დასახელება:  კომუნალური სუბსიდირება

 

რა არის ქვეპროგრამის არსი?

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადზე სუბსიდიის დარიცხვას იანვარში, თებერვალში, მარტში, ნოემბერსა და დეკემბერში.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

სუბსიდიის გაცემის თვის წინა თვის 20 რიცხვის მდგომარეობით „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთან ბაზაში“ ქ. თბილისში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს და ოჯახის დეკლრაციაში მითითებული აქვთ ელექტროენერგიის/დასუფთავების/წყლის საყოფაცხოვრებო მომხმარებლის/აბონენტის ნომერი.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 106 ლარით, ხოლო სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და არ აღემატება 200 000-ს სუბსიდიის ჯამური ოდენობა განსაზღვრულია თვეში არაუმეტეს 20 ლარით, სუბსიდიის გაცემის თვის წინა თვეში დარიცხული გადასახადების მიხედვით, შემდეგი გამოთვლის მეთოდითა და პრიორიტეტებით:

ა) დასუფთავების მოსაკრებელზე: 

ა.ა)  აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ერთი პირი 2,5 ლარის ოდენობით;

ა.ბ)  აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ორი პირი 5 ლარის ოდენობით;

ა.გ)  აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია სამი პირი 7,5 ლარის ოდენობით;

ა.დ)  აბონენტის ნომერზე, რომელზეც რეგისტრირებულია ოთხი  და მეტი პირი  10 ლარის ოდენობით;

 ბ)  წყლის გადასახადზე  3,15 ლარის ოდენობით;

გ) ელექტროენერგიაზე, აბონენტზე თვეში დარიცხული ელექტროენერგიის გადასახადის მიხედვით.

როგორ უნდა მიიღოს  პირიმა ბენეფიტი?

კომუნალური სუბსიდია აისახება კომუნალური გადასახადის ერთიანი გადახდის ქვითარზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ბაზის საფუძველზე.

 

ქვეპროგრამის დასახელება: სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება

რა არის ქვეპროგრამის არსი?

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური ფულადი დახმარება.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი ბავშვი ჰყავთ.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვისათვის  ფულადი ბენეფიტი თვეში 50 ლარის ოდენობით.

როგორ უნდა მიიღოს  ოჯახმა ბენეფიტი?

ბენეფიციარ ოჯახებს კუთვნილი თანხა დაერიცხებათ ავტომატურად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოველთვიურად განახლებადი მონაცემთა ერთიანი ბაზისა და მომსახურე ბანკის მიერ მოწოდებული  ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შესაბამისი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების თაობაზე ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, ბანკის მიერ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისთვის საბანკო ბარათი მზადდება, რომელზეც ქვეპროგრამით გათვალისწინებული თანხა შემდგომში უკვე ავტომატურად დაირიცხება. ოჯახს თანხა ბანკიდან ბარათის გატანის თაობაზე ინფორმაციის მიღების თვიდან ერიცხება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

ქვეპროგრამის დასახელება: სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მე-3, მე-4, მე-5 და შემდეგი შვილის დაბადებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება

რა არის ქვეპროგრამის არსი?

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომლებსაც მესამე ან მომდევნო ბავშვი შეეძინებათ.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

v  მე-3 ახალშობილზე - 800 ლარი;

v  მე-4 ახალშობილზე - 1000 ლარი;

v  მე-5 და ყოველ შემდეგ ახალშობილზე 1500 ლარი.

 

როგორ უნდა მიიღოს  ოჯახმა ბენეფიტი?

ოჯახმა, ახალშობილის შეძენის შემდეგ, დახმარების მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. თანხა ჩაირიცხება ოჯახის უფლებამოსილი პირის ანგარიშზე.

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?

v  ქორწინების მოწმობის ასლი

v  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (თუნდაც ერთ-ერთი მშობლის)

v  შვილების დაბადების მოწმობის ასლები

v  ამონაწერი სოციალურად დაუცველის სარეიტინგო ქულის შესახებ

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ქვეპროგრამის დასახელება: შშმ პირთა საკურორტო მომსახურება

რა არის ქვეპროგრამის არსი?

ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დასვენების უზრუნველყოფას, ასევე, შემოსული განცხადებების საფუძველზე კონტინგენტის შერჩევას, განაწილებას, ნაკადების დაკომპლექტებას და მთისა და ზღვის კურორტების საგზურების გაცემას.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

v  თბილისში რეგისტრირებული 3-დან 21 წლამდე ასაკის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები;

v  შშმ მოზარდების ჯანმრთელი ტყუპის ცალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

v  მომვლელის თანხლებით შშმ პირთა დასვენება საქართველოს მთისა და ზღვის კურორტებზე;

v  მინიმუმ სამჯერადი კვება, მოვლა;

v  კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ადგილას ტრანსპორტირება და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. ბენეფიციარებს მიეცემათ საშუალება თავად აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი.

v  დანიშნული მკურნალობის უწყვეტობა (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);

v  სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებებით უზრუნველყოფა;

v  ზღვის კურორტზე დასასვენებლად განსაზღვრულია 12 დღე;

v  მთის კურორტზე დასასვენებლად განსაზღვრულია 12 დღე;

როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში?

ბენეფიციარმა საკურორტო მომსახურების მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს.

  რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს პირმა ?

o   მშობლის პირადობის მოწმობის ასლი

o   ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი

o   ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100)

o   შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება: 10-დან 16 წლამდე ბავშვების საკურორტო-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკები

რა არის ქვეპროგრამის არსი?

ქვეპროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებულ ბავშვთა საზაფხულო საკურორტო-გამაჯანსაღებელ ბანაკებში დასვენებას.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

v  თბილისში რეგისტრირებული 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები

v  კონტინგენტის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

მომსახურებისთვის განსაზღვრულია 12 დღე

v  ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით თბილისიდან განთავსების ადგილამდე და უკან;

v  დღეში სამჯერადი კვება;

v  პირველადი უფასო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო მეთვალყურეობა;

v  შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებები;

v  საბავშვო შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები და საღამოები;

 

როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში?

მომსახურების მიღება ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურისთვის ან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი გამგეობისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე. 

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს პირმა ?

v  მშობლის პირადობის ასლი

v  ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი   

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

ქვეპროგრამის დასახელება: 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი  დახმარება

 

რა არის ქვეპროგრამის არსი?

 

პროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში რეგისტრირებულ 100 წელს მიღწეულ ხანდაზმულთათვის ფინანსური დახმარების გაწევას.

 

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

 

ქ. თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდებათ 100 და მეტი წელი.

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

v  1000 ლარის ოდენობის დახმარება

როგორ უნდა მიიღოს  პირმა ბენეფიტი?

ბენეფიტის მიღება ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე. თანხა დაირიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში მისი თანხა გადაეცემა კანონიერ მემკვიდრეს).

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს პირმა ?

v  პირადობის მოწმობის ასლი;

v  საბანკო რეკვიზიტები.

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

ქვეპროგრამის დასახელება: სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და მოსავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების დაფინანსება

რა არის ქვეპროგრამის არსი?

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და მოსავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლების ღირებულების ანაზღაურებას. ბენეფიციარებს თითო სახეობის/წრის არჩევის უფლება აქვთ.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

v  დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში შეადგენს 30 ლარს.

როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში?

მომსახურების მიღება ხორციელდება მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N6) და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შესაბამის რაიონულ ფილიალში განცხადებით მიმართვის საფუძველზე.

ქალაქ თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ფილიალები

N

ფილიალი

მისამართი

1

გლდანი

გლდანის V მ/რაიონი, (135-ე ბაღის შენობა)

2

ნაძალადევი

სარაჯიშვილის გამზ. #1

3

დიდუბე

დიღმის მასივი, V კვარტალი, (მე-40 ბაღის შენობა)

4

ჩუღურეთი

კიევის ქ. #8

5

ძველი თბილისი

ცაბაძის ქ. .#1

6

ვაკე

ვაჟა-ფშაველას გამზ. #61, (151-ე სკოლის შენობა)

7

საბურთალო

შარტავას ქ..20, (198-ე სკოლის შენობა)

8

ისანი

ვაზისუბნის II მ/რ (136-ე ბაღის შენობა)

9

სამგორი

კახეთის გზატკეცილი #76

 

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

ქვეპროგრამის დასახელება:  სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ხელოვნების სკოლებში სწავლების დაფინანსება

 

რა არის ქვეპროგრამის არსი?

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბაშვების განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა სწავლების ღირებულების ანაზღაურებას ხელოვნების სკოლებში, თითო სახეობის არჩევის უფლებით.

 

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

v  დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში შეადგენს 40 ლარს.

როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში?

მომსახურების მიღება ხორციელდება ხელოვნების სკოლისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის  ხელოვნების სკოლები

#

დასახელება

მისამართი

1

ააიპ ქ. თბილისის მერიის  ა. Mმიზანდარის სახელობის #1 ხელოვნების სკოლა

ჩუბინაშვილის #42

2

ააიპ ქ. თბილისის მერიის ზ. ფალიაშვილის სახელობის #2 ხელოვნების სკოლა

ხოშარაულის #1

3

ააიპ ქ. თბილისის მერიის ა. ჩიმაკაძის სახელობის #3 ხელოვნების სკოლა

ვარკეთილის `3~ა IV მ/რ

4

ააიპ ქ. თბილისის მერიის რ. ლაღიძის სახელობის #4 ხელოვნების სკოლა

ც. დადიანის #28

5

ააიპ ქ. თბილისის მერიის ა. ანჯაფარიძის სახელობის ზაჰესის #5 ხელოვნების სკოლა

ზაჰესი, თავისუფლების #18

6

ააიპ ქ. თბილისის მერიის მ.იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის #6 ხელოვნების სკოლა

ნ. ჩხეიძის #29

7

ააიპ ქ. თბილისის მერიის კ. ფოცხვერაშვილის სახელობის #7 ხელოვნების  სკოლა

ვ. დოლიძის #3

8

ააიპ ქ. თბილისის მერიის მ. კოსტავას სახელობის #8 ხელოვნების სკოლაA

ი. ჭავჭავაძის გამ. #38 

9

ააიპ ქ. თბილისის მერიის ა. ხაჩატურიანის სახელობის #10 ხელოვნების სკოლაA

წურწუმიას #4

10

ააიპ ქ. თბილისის მერიის ს. ინაშვილის სახელობის #12 ხელოვნების  სკოლა

გუდამაყრის #3

11

ააიპ ქ. თბილისის მერიის ა. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია

საირმის #15

12

ააიპ ქ. თბილისის მერიის დ. ანდღულაძის სახელობის #14 ხელოვნების  სკოლა

გ. რობაქიძის გამზ. I კვარტ. 3ა კორპუსი

13

ააიპ ქ. თბილისის მერიის ვ. დოლიძის სახელობის  #15 ხელოვნების სკოლა

ლიბანის #25

14

ააიპ ქ. თბილისის მერიის ს. ცინცაძის სახელობის #16 ხელოვნების გიმნაზია

თოფურიას #12

15

ააიპ ქ. თბილისის მერიის მ. ნაკაშიძის სახელობის #17 ხელოვნების სკოლა

ვარკეთილის VI კვ. XIII კორპუსი

16

ააიპ ქ. თბილისის მერიის პ. ამირანაშვილის სახელობის #18 ხელოვნების სკოლა

თემქის III მ/რ. II კვარტალი, კორპ. 25

17

ააიპ ქ. თბილისის მერიის ო. თაქთაქიშვილის სახელობის #19  ხელოვნების  სკოლა

ორხევი, სოსოს აბზიანიძის #6

18

ააიპ ქ. თბილისის მერიის #21 ხელოვნების სკოლა

მოსკოვის გამზირი #37,  IV კორპ.

19

ააიპ ქ. თბილისის მერიის დ. თორაძის სახელობის #22 ხელოვნების  სკოლა

რუსთავის გზატკეცილი #42

20

ააიპ ქ. თბილისის მერიის #23 ხელოვნების სკოლა

ბეღლეთის #12

21

ააიპ ქ. თბილისის მერიის #24 ხელოვნების  სკოლა

უწერის #5 ა

22

ააიპ ქ. თბილისის მერიის გ. ცაბაძის სახელობის #25 ხელოვნების სკოლა

გლდანის I მ/რ.

გლდანის III მ/რ, 87 კორპ.

მუხიანის I მ/რ, 10 კორპუსი

23

ააიპ ქ. თბილისის მერიის  ა. მაჭავარიანის სახელობის #26 ხელოვნების სკოლა

გლდანის VIII მ/რ

24

ააიპ ქ. თბილისის მერიის ა. ნიჟარაძის სახელობის #27 ხელოვნების სკოლა

გლდანის VII მ/რ #69

25

ააიპ ქ. თბილისის მერიის ზ. ანჯაფარიძის სახელობის #28 ხელოვნების სკოლა

ბახტრიონის #24

26

ააიპ ქ. თბილისის მერიის ჰ. გონაშვილის სახელობის #29 ხელოვნების სკოლა

წყნეთი, სამთავრობო აგარაკი

27

ააიპ ქ. თბილისის მერიის #30 ხელოვნების  სკოლა

ც. დადიანის #19

28

ააიპ ქ. თბილისის მერიის ს. ვირსალაძის სახელობის #1 სამხატვრო სკოლა

იოსელიანის #37

29

ააიპ ქ. თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სახელობის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია

ხოშარაულის #1

30

ააიპ ხელოვნების სკოლა `აფხაზეთი #1~

რუსთაველის #1

31

ააიპ ხელოვნების სკოლა `აფხაზეთი #2~

გლდანი, III მ/რ, I კორპ. ბ 46.

32

ააიპ ხელოვნების სამხატვრო სკოლა `აფხაზეთი #1~

რუსთაველის #1

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება: სოციალურად დაუცველი  მოსწავლეების საცურაო აუზებსა და სპორტულ სკოლებში სწავლების დაფინანსება

 

რა არის ქვეპროგრამის არსი?

ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოზარდების ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული მოსწავლეების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსებას, თითო სახეობის არჩევის უფლებით;

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები.

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში შეადგენს თვეში:

v  ფეხბურთი - 50 ლარი

v  ტანვარჯიში - 35 ლარი

v  ცურვა - 70 ლარისა

v  სხვა სახეობები - 30 ლარი

 

როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში?

მომსახურების მიღება ხორციელდება სპორტული სკოლისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე.

საცურაო აუზების შემთხვევაში, საცურაო აუზის ადმინისტრაციისადმი მიმართვით ან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდიდან, ქვეპროგრამაში რეგისტრაციისათვის შექმნილი სპეციალური სისტემის საშუალებით, რომელშიც ბენეფიციარი ქმნის საკუთარ გვერდს. აღნიშნულ გვერდზე ბენეფიციარს აქვს საშუალება იხილოს ინფორმაცია მიმდინარე ეტაპზე პროგრამაში ჩართული ყველა საცურაო აუზის შესახებ და ირჩევს სასურველ აუზს.

სპორტული  სკოლები:

#

 დასახელება

 სპორტული განყოფილება

მისამართი

1

ა.ი.პ ,,35 -ე საფეხბურთო კლუბი"

ფეხბურთი

ქავთარაძის ქ.#16ა

2

ააიპ თბილისის ფარიკაობის #1 ფედერაცია

ფარიკაობა

ჭავჭავაძის გამზ. 49ბ

3

სპორტული კლუბი  ,,დიდუბე 2014"

ფეხბურთი

აგლაძის ქ. #26ა/ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. #2

4

სპორტული კლუბი  ,,არაგველები"

ჭიდაობა

ვარკეთილის დასახლება, ყოფ. კულტურის სახლი

5

შ.პ.ს. ,,ველაჯიო"

 ჭიდაობა,  ფეხბურთი                  

სოფელი დიღომი, დიდგორის ქ. #64

6

ლერი ხაბელოვის სპორტული კლუბი  ,,იმედი"

თავის/ჭიდაობა

უწერის ქუჩა #6

7

საქ. ძიუდოს ეროვნული ფედერაცია - ძიუდოს აკადემია

ძიუდო, კრივი

ბელიაშვილის ქ.#5

8

ააიპ  ძიუდოს კლუბი ,,ჯორჯია"

ძიუდო, ტანვარჯიში

ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. #144

9

მაგიდის ჩოგბურთის კლუბი ,,ტოპ-სპინი"

მაგიდის ჩოგბურთი

წურწუმიას ქ. #17

10

ააიპ სპორტული ცენტრი ,,ლილო"

ფეხბურთი, ტანვარჯიში, ჭიდაობა, კიბოქსინგი

ლილოს დასახლება, #107-ე სკოლის მიმდებარედ

11

შ.პ.ს საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული სკოლა

ფრენბურთი

მ. კოსტავას ქ. #77ა

12

შ.პ.ს. ,,ოვერტაიმი"

კალათბურთი

წერეთლის გამზ. #42

13

ბავშვთა საფეხბურთო კლუბი ,,აფხაზეთი"

ფეხბურთი

გურამიშვილის გამზ. #72ა

14

სპორტული კლუბი ,,ავაზა"

ფეხბურთი

დიღმის მასივი, მესამე კვარტალი

15

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი

ტანვარჯიში

სანაპიროს ქ. #8/ზაზიაშვილის ქ. #14

16

ქ.თბილისის მერიის მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრი

ყინულზე სრიალი

მ. კოსტავას ქ.#75,,ა'

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

ქვეპროგრამის დასახელება:  სერვის ცენტრებში სამგზავრო ბარათების დამზადება (ინიციალიზაცია)

რა არის ქვეპროგრამის არსი?

მეტროთი და ავტოტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის უკონტაქტო პლასტიკური ბარათების შესყიდვა, ინიციალიზაცია, გაცემა. ბენეფიციარებზე პლასტიკური ბარათების გასაცემად  სერვისცენტრის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა;

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

პროგრამის ბენეფიციარები არიან ქ.თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიები მათ შორის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული პირები.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

v  ავტობუსით და მეტროთი მგზავრობის გადასახდელი - 0,1  ლარი

v  შეღავათი მიკროავტობუსით მგზავრობის შემთხვევაში - 50%

v  საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრობის გადასახდელი - 0,5 ლარი

როგორ უნდა მიიღოს  პირმა ბენეფიტი?

მეტროთი და ავტოტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის უფლების მქონე პირებმა ბარათის ასაღებად უნდა მიმართონ-ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ.N29-ში მდებარე სერვისცენტრს.

 

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება:  ყრუ ინვალიდთა თარჯიმან-დაქტილოლოგების მომსახურებით უზრუნველყოფა

რა არის ქვეპროგრამის არსი?

ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეების თარჯიმან-დაქტილოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფა.

 

როგორ უნდა მიიღოს  პირმა მომსახურება ?

აღნიშნული მომსახურების მისაღებად ყრუ და სმენადაქვეითებულმა მოქალაქეებმა განცხადებით უნდა მიმართონ ,,საქართველოს ყრუთა კავშირს“.

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

               

ქვეპროგრამის დასახელება:  სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებები

რა არის ქვეპროგრამის არსი?

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი  მოქალაქეების სამედიცინო და სხვა სერვისების მომსახურების დაფინანსება.

 

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?:

  1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება  70 000-ს;
  2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს  70 000-100 000-ს;
  3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 100 000 -დან 200 001-ს;
  4. მკვეთრად ან მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი პირები და მათი ოჯახის წევრები;
  5. ვეტერანი, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში;
  6. მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირი;
  7. დამსახურებული საზოგადო მოღვაწე, ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების ან ქალაქ თბილისზე მზრუნველის სტატუსის მატარებელი პირი;
  8. სხვა პირები, რომლებიც საკუთარი განცხადების საფუძველზე, მატერიალური მდგომარეობის გამო საჭიროებენ დახმარებას

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

ბენეფიტის გაცემისა და მოცულობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია. ბენეფიტის ოდენობა დამოკიდებულია პირის კატეგორიაზე პრიორიტეტების ჯგუფში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

როგორ უნდა მიიღოს  პირმა მომსახურება ?

მომსახურების მიღება ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე.

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს პირმა ?

o   პირადობის ასლი

o   სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი

o   ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100)

o   კალკულაცია (აფთიაქიდან/სამედიცინო დაწესებულებიდან). მედიკამენტის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში კალკულაცია არ უნდა მოიცავდეს 10-ზე მეტ სავაჭრო დასახელების მედიკამენტს.

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ქვეპროგრამის დასახელება: ომის ვეტერანთა დახმარება

რა არის ქვეპროგრამის არსი?

ქვეპროგრამა ითვალისწინებს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ამ ომში მარჩენალდაკარგულებისთვის 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და ამ ომში მარჩენალდაკარგულები

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

დახმარების ოდენობა შეადგენს:

  • მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთათვის 600 ლარს;
  • მე-2 მსოფლიო ომში მარჩენალდაკარგულთათვის 300 ლარს.

როგორ უნდა მიიღოს  პირმა ბენეფიტი?

თანხის ჩარიცხვა ხორციელდება ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ბაზის საფუძველზე, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

ქვეპროგრამის დასახელება:  მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრის ხელშეწყობა

რა არის ქვეპროგრამის არსი?

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქ. თბილისში  მცხოვრებ  მარტოხელა  ხანდაზმულთა  საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით დღის ცენტრის კომუნალური გადასახადების დაფინანსებას.

 

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

ქ.თბილისში, ძირითადად ისანი-სამგორის რაიონის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ხანდაზმულები

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

v  დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო, გამოყენებით და გასართობ პროგრამებში მონაწილეობის უზრუნველყოფა

v  ჰიგიენური პროცედურების ჩატარება

v  სხვადასხვა ჯგუფების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში ჩართვა, როგორიცაა: ქსოვის, კერვის, ქარგვის, ცეკვის, სიმღერის, თიხაზე მუშაობის, ლიტერატურის და ა.შ. ჯგუფები

v  სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება

v  ექსკურსიების მოწყობა

როგორ უნდა მიიღოს  პირმა მომსახურება ?

მომსახურების მიღება დღის ცენტრისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე ხდება. მის. ვარკეთილი 3 მე-2 მ/რ, 180-ე ბაგა-ბაღი.

 

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება:  თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობა

რა არის ქვეპროგრამის არსი?

ქ. თბილისში მცხოვრებ მიუსაფარ პირთა თავშესაფრით, პირველადი სამედიცინო მომსახურებით და საჭიროებებით,  მათ შორის, საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა.

 

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

 ქ. თბილისში მცხოვრები მიუსაფარი პირები

 

როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში?

მოქალაქე თავშესაფარში ხვდება თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის მიყვანის შედეგად. პირი თავშესაფრის თანამშრომლებთან გაივლის შემოწმებას და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში გახდება ააიპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ ბენეფიციარი.  მის.: თბილისი, დიდი ლილო.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება: სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება

რა არის ქვეპროგრამის არსი?

18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

ქ. თბილისში 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

დახმარების ოდენობა შეადგენს 800 ლარს წელიწადში და გაიცემა ორჯერადად 400–400 ლარის ოდენობით (მაისი-დეკემბერი).

 

როგორ უნდა მიიღოს  ოჯახმა ბენეფიტი?

თანხა ირიცხება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ბაზის საფუძველზე, ოჯახის უფლებამოსილი პირის ანგარიშზე, შემდეგი პრინციპით:

v  მაისში ჩარიცხვა განხორციელდება აპრილის მონაცემთა ბაზის საფუძველზე. ოჯახი თანხის მისაღებად ბაზაში უნდა რეგისტრირდებოდეს 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით.

v  დეკემბერში ჩარიცხვა განხორციელდება ნოემბრის მონაცემთა ბაზის საფუძველზე. ოჯახი თანხის მისაღებად ბაზაში უნდა რეგისტრირდებოდეს 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით.

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება: ,,ვოლდ ვიჟენ საქართველოს" სოციალურად დაუცველი ბავშვების დღის ცენტრის თანადაფინანსება

რა არის ქვეპროგრამის არსი?

ბავშვთა მიტოვების პრევენციის ხელშეწყობა და სოციალურად დაუცველი დედებისა და მათი ოჯახების გაძლიერება.

 

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

სოციალურად დაუცველი ოჯახების 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვები

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

დღის განმავლობაში 2 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის დღის ცენტრით მომსახურების შეთავაზება. პროექტის ფარგლებში არსებული დასაქმების სამსახურის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სხვადასხვა ტიპის მომსახურებით, როგორიცაა პროფესიული ტექნიკური მომზადება–გადამზადება, დასაქმება, ბიზნესკონსულტაცია/ტრეინინგები და ა. შ. სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედებისა და ორსულების საინფორმაციო–საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც მიზნად ისახავს მათი ცნობიერების ამაღლებას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კუთხით.

 

როგორ უნდა მიიღოს  პირმა მომსახურება ?

დღის ცენტრში ბენეფიციარების ჩარიცხვა ხორციელდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების შეფასებისა და თბილისის მეურვეობა/მზრუნველობის ორგანოს რეგიონალური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ცენტრის მისამართია-გლდანის მასივი მე6 მ/რ, მე-6 კვარტალი, 107–ე ბაღი.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება:  სოციალურად დაუცველი მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების დახმარება

რა არის ქვეპროგრამის არსი?

მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

ქ. თბილისში 150 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირები.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

დახმარების ოდენობა შეადგენს 900 ლარს წელიწადში და გაიცემა სამჯერადად 300–300 ლარის ოდენობით (მაისი-აგვისტო-დეკემბერი).

 

როგორ უნდა მიიღოს  პირმა ბენეფიტი?

ბენეფიციარის პირად ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა განხორციელდება საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ბაზის საფუძველზე შემდეგი პრინციპით:

v  მაისში ჩარიცხვა განხორციელდება აპრილის მონაცემთა ბაზის საფუძველზე. ოჯახი თანხის მისაღებად ბაზაში უნდა რეგისტრირდებოდეს 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით.

v  აგვისტოში ჩარიცხვა განხორციელდება ივლისის მონაცემთა ბაზის საფუძველზე. ოჯახი თანხის მისაღებად ბაზაში უნდა რეგისტრირდებოდეს 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით.

v  დეკემბერში ჩარიცხვა განხორციელდება ნოემბრის მონაცემთა ბაზის საფუძველზე. ოჯახი თანხის მისაღებად ბაზაში უნდა რეგისტრირდებოდეს 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ქვეპროგრამის დასახელება:  სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე  ერთჯერადი 500 ლარიანი დახმარება

რა არის ქვეპროგრამის არსი?

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ახალშობილის შეძენის შემთხვევაში მატერიალურ დახმარების გაწევა.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

ქ. თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადებისას სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული აქვთ 100 000  და დაბალი სარეიტინგო ქულა.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 500 ლარს, ერთჯერადად.

 

როგორ უნდა მიიღოს  ოჯახმა ბენეფიტი?

თანხა ჩაირიცხება ბენეფიციარი ოჯახის უფლებამოსილი პირის შესაბამის საბანკო ანგარიშზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მოწოდებული ბაზის საფუძველზე ოჯახის მიერ ახალშობილის ბაზაში დარეგისტრირების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი არ არის რეგისტრირებული, ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. ბავშვის დაბადების დროისათვის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ უნდა აღმატებოდეს 100 000-ს.

 

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ოჯახმა ?

v  ქორწინების მოწმობის ასლი

v  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ერთ-ერთი მშობლის მაინც)

v  ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი

v  ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება:  შინმოვლის თანადაფინანსება

რა არის ქვეპროგრამის არსი?

პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული, პირების შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფას.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული პირები, რომლებიც ფიზიკური უძლურების შეფასების სპეციალური კითხვარის - "ბართელის" კითხვარის შევსების შედეგად მიიღებენ ბართელის ინდექსს არაუმეტეს 95 ერთეულსა.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

v  სამედიცინო მომსახურების მიწოდება: პაცინეტის მდგომარეობის შეფასება; ავადობის, დადგენილი ავადმყოფობის გართულებისა და გამწვავების, ასევე, თანმხლები დაავადებების (ნაწოლები, თრომბოზი, პნევმონია და ა.შ.) პრევენცია; შედგენილი გრაფიკის მიხედვით ექიმისა და ექთნის ვიზიტი; სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები - ოჯახის ექიმის/რეაბილიტოლოგის დანიშნულების  შესრულება, აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა; მონიტორინგი -  ინდივიდუალური გეგმის შესრულების შედეგების შეფასება და სამომავლო დაგეგმარება.

v  ძირეული მოვლა: ჰიგიენური პროცედურები (სრული და ნაწილობრივი დაბანა), თეთრეულის გამოცვლა, დახმარება ჩაცმა–გახდასა და კვებისას და ა .შ.

v  სოციალური  მომსახურების მიწოდება: სოციალური პრობლემების იდენტიფიცირება და  მათ მოგვარებაში დახმარება, მოქმედების გეგმის შედგენა;  საშუამავლო  მომსახურება (დახმარება საბუთების გაფორმებაში, კუთვნილი შეღავათებისა და დახმარების მიღებაში და ა .შ.).

 

როგორ უნდა მიიღოს  პირმა მომსახურება ?

მომსახურების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა დარეკოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე-272 22 22.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

 

ქვეპროგრამის დასახელება:  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა

რა არის ქვეპროგრამის არსი?

ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, შშმ პირთა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების პროექტების დაფინანსებას.

 

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

შშმ პირები და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციები

 

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

o   სხვადასხვა საჭიროებებისა და აქტივობების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;

o   კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

o   განათლებისა და შემეცნებითი აქტივობების ხელშეწყობა;

o   სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა;

 

როგორ უნდა მიიღოს  პირმა მომსახურება ?

მომსახურების მიღება ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე. 

 

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს პირმა ?

v  ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

v  პროექტი

v  ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

v  ორგანიზაციის საბანკო რეკვიზიტი