თბილისის საპატიო მოქალაქეები

 

წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის, უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე.

 2022 წელი

შალვა ამონაშვილი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, დღემდე აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო საქმიანობას. ბატონი შალვა გახლავთ პედაგოგ–ნოვატორი; ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია და სახელმძღვანელო.

თენგიზ არჩვაძე - მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. თენგიზ არჩვაძეს მინიჭებული აქვს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება; ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

ტარიელ ჭანტურია -  პოეტი და მთარგმნელი; არაერთი პოეტური კრებულის, საბავშვო ლექსების კრებულის, კრიტიკული წერილებისა და თარგმანების ავტორი. ისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე. ბატონი ტარიელი არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

ელდარ შენგელაია - საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, წმინდა გიორგისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი, ლეგენდარული კინორეჟისორი.

მერაბ კოკოჩაშვილი - საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი. მას გადაღებული აქვს არაერთი მხატვრული ფილმი; მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზები. ბატონი მერაბი წლების განმავლობაში, იყო საქართველოს ტელეფილმების სტუდიის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის პედაგოგი, კინოს ენისა და სტრუქტურული კვლევის ლაბორატორის ხელმძღვანელი.

ჯემალ ღაღანიძე - აქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის თეატრის მსახიობი. მას შესრულებული აქვს მთავარი როლები მრავალ სპექტაკლსა და 20-ზე მეტ მხატვრულ ფილმში.  მიღებული აქვს იპოლიტე ხვიჩიას და კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიები. მას მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

მინდია უგრეხელიძე - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. იგი სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველი ქართველი მოსამართლე, „იურისტთა მსოფლიო ასოციაციისა“ და „სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის“ წევრი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. მინდია უგრეხელიძეს მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია, უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლის წოდება, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი.

ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მისი ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე; არის შოთა რუსთაველის სახელობის, „საბასა“ (ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის) და გალას (ნომინაციაში: „წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი“) პრემიების ლაურეატი. ასევე, მიღებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია. ბატონი ვახტანგის სახელი მაინც ყველაზე მეტად გალაკტიონთან და „უცნობთან“ ასოცირდება.

ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ფედერაციის წევრი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი, აკაკი წერეთლის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. მის სახელს უკავშირდება არაერთი საავტორო კონცერტი, გამოშვებული აქვს სიმღერების ათი ალბომი.

ბადრი ვადაჭკორია - რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთა“ ლაურეატი, არაერთი ფოტოკრებულისა და წიგნის ავტორი, საქართველოსა და თბილისზე 18 საიმიჯო ალბომის ავტორი და გამომცემელი. გამომცემლობა „პალიტრა ლ“-თან ერთად, იგი არის პროექტ „ჩემი საქართველოს“ იდეისა და ფოტოების ავტორი. მის პერსონალურ გამოფენებს უმასპინძლა მსოფლოს სხვადასხვა ქალაქებმა. არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.

გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივ. ბერიტაშვილის საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) წევრი. აზერბაიჯანის, სომხეთის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდიუმის და ჩეხეთის პურკინიეს საზოგადოების საპატიო წევრი; 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მას მინიჭებული აქვს ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ილია ხეროდინაშვილი - საქართველოს ენერგეტიკის დარგის, გაზის სექტორის მოღვაწე, გაზის გამანაწილებელი სისტემების ზოგადი თეორიის ფუძემდებელი, ახალი ტექნოლოგიების, საქართველოს გაზის მეურნეობის განვითარების კონცეფციის ავტორი.  32 გამოგონების და 98 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი; საერთაშორისო (აშშ-ს) ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი, ასევე, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის და საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, ნავთობისა და გაზის მრეწველობის საპატიო მუშაკი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი. ილია ხეროდინაშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი, თბილისის მერიის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N2 ხელოვნების სკოლის დირექტორი. . 65-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის პერიოდში, მან აღზარდა ასამდე მუსიკოსი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, მინიჭებული აქვს რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის საპატიო წოდება.

რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი,  მისი მონაწილეობით განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის რეკონსტრუქცია; ვოკალურ ანსამბლ „თბილისის“ წევრი.  ორი გამოგონებისა და სამეცნიერო შრომების ავტორი; მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში; დაჯილდოებულია ღირსების მედლით.

ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.  არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის საპატიო წევრი; 160-მდე სამეცნიერო სტატიისა და 250-მდე პროექტის ავტორი; მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო პრემია, მათ შორის არქიტექტურის მსოფლიო ბიენალეს პრემიები.

 მაია გოთუა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მოლეკულური ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის უნივერსიტეტების საერთაშორისო ქსელის (INUNIMAI) კოორდინატორი, ევროპის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიისა ( EAACI) და ევროპის რესპირაციული საზოგადოების (ERS) აქტიური წევრი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული აკადემიური და პროფესიული განვითარების სხვადასხვა პროგრამაში ევროპაში, ამერიკის შეეერთებულ შტატებში, აზიასა და სხვა ქვეყნებში.

ვან ბაიბურთი - გაზეთ „ვრასტანის“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის გამგეობის წევრი. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით საქართველოში ჟურნალისტიკის განვითარებისა და ქართულ-სომხურ ურთიერთობაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

ჰასან აზიზ ოღლი ჰასანოვი - აზერბაიჯანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი;  სხვადასხვა წლებში იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთის რესპუბლიკაში; ასევე, იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი მუდმივი წარმომადგენელი გაერო-ში.

ელიზაბეტ სომბარი - ფრანგი მუსიკოსსა და პიანისტი. ბრიტანეთის სამეფო ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, ჩაწერილი აქვს ბეთჰოვენის, შოპენისა და მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები; გამოშვებული აქვს 20-ზე მეტი მუსიკალური დისკი. ის არის საფრანგეთის ღირსების ორდენისა და ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში განსაკუთრებული ღვაწლისთვის ორდენის კავალერი.

დემნა გვასალია - ქართველი დიზაინერი, ადამიანი, რომელმაც მოხსნა ყველანაირი ჩარჩო და სტანდარტი და მოდის ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. დემნა მოდის სახლ „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორია. სხვადასხვა წელს მუშაობდა ისეთ მოდის სახლებში, როგორებიცაა: Louis Vuitton, Vetements. არის ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოს (CFDA Awards) მფლობელი.

 

 2021 წელი

რისმაგ გორდეზიანი - ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი
 
აკაკი ნადარეიშვილი - ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
 
ირაკლი ფავლენიშვილი - ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
 
რამაზ ყურაშვილი - ექიმ-ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
 
დავით კვაჭაძე -  ფოტოგრაფი, ამავდროულად კრივის სამგზის ჩემპიონი და სპორტის დამსახურებული ოსტატი
 
ლილი კინწურაშვილი - ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, რომელიც უკვე 49 წელია მუნიციპალიტეტს ემსახურება
 
ელგუჯა ბურდული - ცნობილი მსახიობი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი

პაატა კერვალიშვილი - ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში აღიარებული მეცნიერი ატომური ენერგიის მიმართულებით
 
ინგა ჯიბუტი - ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ტერმინოლოგი, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელი
 
ბადრი ქუთათელაძე - მწერალი, პოეტსი და მკვლევარი, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ  ტაბიძის პრემიების ლაურეატი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ღირსების ორდენის კავალერი
 
გრიგოლ ჩიგოგიძე - თეატრმცოდნე და ჟურნალისტი, ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის „თბილისური აისი“-ს დამფუძნებელი და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატი
 
დავით მუსხელიშვილი - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი
 
გივი ღამბაშიძე - პროფესიით ზეინკალი, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა. გივი ღამბაშიძის თაოსნობით მოხდა საწარმოო ტერიტორიის განაშენიანება, გაიმართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და წლების განმავლობაში ის შეუცვლელ როლს ასრულებდა თბილისის მეტროპოლიტენის გამართულად მუშაობაში

 2020 წელი

გურამ დოჩანაშვილი - ქართველი კლასიკოსი მწერალი

ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი

პაატა იმნაძე - დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში

მარინა ენდელაძე - ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე

თენგიზ ცერცვაძე - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი

მარინა ეზუგბაია - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი

ლევან გოფოძე - თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი

ლევან რატიანი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი

ელზა ვაშაკიძე - თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი

დავით გადელია - აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი

2019 წელი

გიოზალ დუმოევი - „თბილსერვის ჯგუფის“ 81 წლის მეეზოვე, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 61 წელია ზრუნავს;

გივი მამულაშვილი - „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების ოსტატი, რომელიც 83 წლისაა და 66 წელია ამ საქმით არის დაკავებული;

ავთანდილ კობახიძე - თბილისის მეტროს გვირაბ-ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატი, რომელიც 77 წლისაა და 53 წელია თბილისის მეტროში მუშაობს;

ვალერიან მეთაფლიშვილი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის N1 ავტობაზის ავტობუსის მძღოლი. იგი 74 წლისაა და ავტობუსის მძღოლად მუშაობის 49-წლიანი სტაჟი აქვს;

როგნეტა კუჭავა - ბიბლიოთეკათმცოდნე, რომელიც 79 წლისაა და 49 წელია ამ სფეროში საქმიანობს;

მეია მეგრელიშვილი - თბილისის N27 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი. ის 79 წლისაა, აქვს 60 წლიანი პროფესიული გამოცდილება, არის ოთხი მუსიკალური სპექტაკლისა და 200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორი;

ნიკოლოზ ლეკიშვილი - თბილისის ყოფილი მერი.

2018 წელი

ლანა ღოღობერიძე - ფილოლოგი, რეჟისორი

ელგუჯა მეძმარიაშვილი - კოსმოსური ობიექტების კონსტრუქტორი 

გიული ჩოხელი - ჯაზშემსრულებელი

თენგიზ უთმელიძე - მოცეკვავე, ქორეოგრაფი

გაიოზ კანდელაკი - ავტოინჟინერი

მაია მანია - არქიტექტურის მკვლევარი 

კონსტანტინე მარდალეიშვილი - ონკოლოგი

ნოდარ ცერცვაძე - გეოლოგი

ვლადიმერ კახაძე - ექიმი

თემურ ჩალაბაშვილი - პოეტი 

შაბთაი ცური - ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

ქეთი მელუა - მომღერალი

მიხეილ ბარიშნიკოვი - მოცეკვავე, ბალეტმაისტერი

ვახტანგ კახიძე - დირიჟორი

ნიკოლოზ რაჭველი - კომპოზიტორი, პიანისტი

 

 

 

2017 წელი

ლადო ათანელი — ბარიტონი

თამაზ ტყემალაძე — პუბლიცისტი

​რომან შაქარიშვილი — ნევროლოგი

ალექსანდრე მეტრეველი — ყოფილი ჩოგბურთელი

იოჰანეს ჰანი — ევრო კომისარი

​მერაბ თავაძე — მსახიობი და რეჟისორი

გულიკო ჩაფიძე — ექიმი

დემიკო ლოლაძე — ფოტოჟურნალისტი და მწერალი

ეთერ ქემერტელიძე — მეცნიერი და ქიმიკოსი​

ზაიარა დავარაშვილი — ისტორიკოსი და ებრაული ენის პედაგოგი

ვაჟა დურგლიშვილი — კომპოზიტორი

თამაზ ყურაშვილი (თათუზა) — მუსიკოსი

​ზაზა ფაჩულია — კალათბურთელი

 

 

2016 წელი

ლევან ჭაჭიაშვილი - ქირურგი

გელა მუხაშავრია - ექიმი, აკადემიკოსი

ალექსანდრე ჩივაძე -  ვეტერანი ფეხბურთელი

ლალი ბადურაშვილი - მსახიობი

ჯემალ ჭკუასელი - ხელოვნების მოღვაწე

ნოდარ მგალობლიშვილი - მსახიობი, სახალხო არტისტი

რობერტ გოგოლაშვილი - ლოტბარი, მომღერალი

ფრიდონ სულაბერიძე - ქორეოგრაფი, მოცეკვავე

ლიანა ისაკაძე -  მევიოლინე, დირიჟორი

გიორგი კვესიტაძე - აკადემიკოსი, მეცნიერთა აკადემიის პრეზიდენტი

დიმიტრი ერისთავი - მხატვარი

რევაზ გაბრიაძე - მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი

თამარ სხირტლაძე -  მსახიობი

 

2015 წელი

ჯუმბერ ბერაძე — მოცეკვავე

ფოლად ბულბულ ოღლი — მომღერალი

ქეთევან დოლიძე — რეჟისორი

ლაშა თაბუკაშვილი — მწერალი

ბესიკ იაშვილი — ექიმი

ალექსანდრე კორსანტია — პიანისტი

ომარ ნაფეტვარიძე — არქიტექტორი

მზექალა შანიძე — მეცნიერი

გივი შაჰნაზარი — მთარგმნელი

გიორგი შენგელაია — რეჟისორი

გიორგი (გია) ჯაფარიძე — მხატვარი

 

2014 წელი

ლამარა აბაშმაძე — მეტროსადგურების პროექტების ავტორი

ანზორ ერქომაიშვილი — ლოტბარი

გურამ ბზვანელი — კომპოზიტორი 

კახი კავსაძე — მსახიობი

ბაჩანა ბრეგვაძე — ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მწერალი

ივა ბერაძე — ოფთოლმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

გია ჭირაქაძე — მომღერალი, ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრი

გივი ღამბაშიძე — არქეოლოგი, დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დირექტორი

რიჩარდ ნორლანდი — ამერიკელი დიპლომატი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში

იუვალ ფუქსი — ისრაელის ელჩი საქართველოში.

 

2013 წელი

თამაზ ჭილაძე — მწერალი

ამირან შალიკაშვილი — მსახიობი

მზია ნადირაძე — ილია ჭავჭავაძის მემორიალური მუზეუმის ხელმძღვანელი

ციალა კალმახელიძე — ბიბლიოთეკარი

ქეთი მატაბელი — მხატვარი

რამინ მიქაბერიძე — მომღერალი

თემურ ყვითელაშვილი — მუსიკოსი

თამაზ ჭელიძე — გეოფიზიკოსი

გიორგი ჩლიაძე — კომპოზიტორი

თეიმურაზ ბაბუნაშვილი — მეცნიერი-ეკონომისტი

ჯემალ ბაღაშვილი — მუსიკოსი

ნუგზარ შარია — ჟურნალისტი, მსახიობი

ნოდარ გიორგაძე — ბიზნესმენი

თენგიზ დოლიძე — თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელი

ანზორ ტარყაშვილი — ავტობუსის მძღოლი

გელა ჩარკვიანი — დიპლომატი

მალხაზ სონღულაშვილი — საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი

მალგოჟატა გოშევსკა (Małgorzata Gosiewska) — პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე, საქართველო–პოლონეთის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე.

 

2012 წელი

ჯამლეტ ხუხაშვილი — სპორტული კომენტატორი

ბიძინა მურღულია — ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის აკადემიკოსი

ცისანა ტატიშვილი — საოპერო მომღერალი

მიხეილ დავიდოვი — რუსი ექიმი-ონკოლოგი

კახა ცაბაძე — კომპოზიტორი

შახინ პრიფ ოღლი მოვსუმოვი — აზერბაიჯანელი მეწარმე, თბილისის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის, „დირსის“ ინვესტორი.

 

2011 წელი

იოვანა - ბერძენი მომღერალი

ოლეგ ბასილაშვილი — მსახიობი

თამაზ გოგოტიშვილი — ხელოვნების დარგის მოღვაწე

ვახტანგ ტატიშვილი — ანსამბლ ივერიის სოლისტი

ნუნუ გაბუნია — კომპოზიტორი

მოსე მდინარაძე — მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 

მერი დავითაშვილი — კომპოზიტორი 

შოთა ხეცურიანი — მედიცინის მეცნიერაბათა დოქტორი

ლევან ალექსიძე — იურიდიულ მეცნიერაბათა დოქტორი

იოსებ ნანობაშვილი — ვენაში მოღვაწე ქირურგი

სულიკო კოროშინაძე — მომღერალი

მაია ჩიბურდანიძე — მოჭადრაკე

მანანა თანდაშვილი — ფრანკფურტში მოღვაწე ფილოლოგი

კენეტ ვოკერი — ატლანტიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი

ჰაოლ დელ პიანკო — „რომუალდო დელ ბიანკოს“ ფონდის წევრი

სალიხ გურტუევი — ბალყარელი პოეტი.

 

2010 წელი

პაულ კუმერი — ქ. ინსბრუკის წარმომადგენელი

ავთანდილ კვეზერელი–კოპაძე — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

თამაზ გერსამია — არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე

მანაბა მაგომედოვა — დაღესტნელი მხატვარი, ოქრომჭედელი

ალექსეი ფადეეჩევი — რუსეთის სახალხო არტისტი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი

შალვა დავითაშვილი — კომპოზიტორი 

მერაბ სარელი — პროფესორი

მარეხ გოძიაშვილი — საქართველოს დამსახურებული არტისტი

თეიმურაზ წიკლაური — საქართველოს დამსახურებული არტისტი

გასტონ ბუაჩიძე — ლიტერატორი, მთარგმნელი

თემურ ჩხეიძე — რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი

გივი ბერიკაშვილი — საქართველოს დამსახურებული არტისტი

ნათელა ურუშაძე — თეატრმცოდნე 

 

2009 წელი

ოთარ რამიშვილი — მომღერალი 

ანტონ მირაქიშვილი — ოტორინოლარინგოლოგი

ინა კვაზოი — ინგუში მწერალი და საზოგადო მოღვაწე

მიქაილ ჯამაროვი — ბაქოს ყოფილი მერი

ვერა წიგნაძე — ქორეოგრაფი

ბესარიონ გელდიაშვილი — არქიტექტორი

ელისო ვირსალაძე — პიანისტი

ნანა ალექსანდრია — მოჭადრაკე

რეჯეფ ჟორდანია — საფრანგეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი, ნოე ჟორდანიას ვაჟი

მარიკა კვალიაშვილი — კომპოზიტორი

ლეილა აბაშიძე — მსახიობი

რუსუდან სებისკვერაძე — კომპოზიტორი

თენგიზ ახმეტელი - ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

გომარ სიხარულიძე - საქართველოს დამსახურებული არტისტი

მანანა ჯაფარიძე - მომღერალი

 

2008 წელი

კლაუს ჰიპი — გერმანელი მეწარმე და მეცენატი

ჟილბერ ალბერი — შვეიცარიელი იუველირი

ჰენრი პარი — ინგლისელი ფიზიოლოგი

ტარიელ ქუთათელაძე — არქიტექტორი

თეიმურაზ ბერიძე — ისტორიკოსი

ალი ისაევ-ავარსკი — ავარიელი პოეტი და მსახიობი

 

2007 წელი

გია ყანჩელი — კომპოზიტორი

ვაჟა ორბელაძე — არქიტექტორი

იანუშ შევჩუკი — ბიზნესმენი

 

2006 წელი

კოტე ჩოლოყაშვილი — ეთნოგრაფი, მუზეუმოლოგი

ერგუნ ათაბაი (გურამ ქოქოლაძე) — ბიზნესმენი, ქველმოქმედი

არტემ არუთინოვი — 109-ე სკოლის დირექტორი, მეთოდისტი ისტორიაში

 

2005 წელი

ვიქტორ სანეევი — სპორტსმენი

ემირ ბურჯანაძე — მხატვარი

   გერჰარდ ლაუქსი —  თბილისის დაძმობილებული ქალაქის ზაარბრიუკენის მერიის გეოდეზიის და გეო საინფორმაციო                 სამსახურის უფროსი

 

 

2004 წელი

ნუნუ დუღაშვილი — კომპოზიტორი

იაკობ ქიტესოვი — არღნის ოსტატი

ვანიკო მაჭავარიანი — მომღერალი, თბილისის კოლორიტი 

ჯემალ აჯიაშვილი — მწერალი 

ჟენ მარკ ერო — ნანტის მერი

მარკ მალკოვიჩ III — მუსიკოსი 

 

2003 წელი

რევაზ ამაშუკელი — პოეტი

ალბერტ თავხელიძე — მეცნიერი

ლამარა მარგველაშვილი — მასწავლებელი

ლევ მარკიზი — მუსიკოსი

მურაზ მურვანიძე — მხატვარი

გიზო ნიშნიანიძე — მწერალი

მერაბ ფიჩხაძე — მეცენატი

ნოდარ ყიფშიძე — ექიმი

თამაზ შილაკაძე — მეგზევე, ინჟინერი

ბორის წიფურია — მსახიობი 

ვახტანგ ხუციძე — ექიმი 

რაფიელ ჩიმიშკიანი — სპორტსმენი

გურამ საღარაძე — სპორტსმენი

ლევან თედიაშვილი — სპორტსმენი

დავით ციმაკურიძე — სპორტსმენი

 

2002 წელი

ალექსანდრე ბასილაია — კომპოზიტორი 

თამარ დეკანოსიძე — ექიმი  

გივი ინწკირველი — სამართალმცოდნე 

დორიან კიტია — ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე 

ზურაბ ლეჟავა — მხატვარი 

მერაბ მერაბიშვილი — მოქანდაკე

თამაზ ჩხენკელი — პოეტი, მწერალი

ზურაბ წერეთელი — მხატვარი

მზია ჯუღელი — სპორტსმენი

მედეა ჩახავა — მსახიობი 

ვოვა კანდელაკი — მხატვარი

 

2001 წელი

გოგი ალექსი-მესხიშვილი — ფერმწერი, სცენოგრაფი, საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ჭაბუა ამირეჯიბი — მწერალი, შოთა რუსთაველის სახელობის და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

პაატა ბურჭულაძე — მომღერალი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.

კარლო ლეკიშვილი — მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში, სახელმწიფო სამხედრო-კვლევითი ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორი.

ვლადიმერ პატეიშვილი — საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი, საქართველოს ბანკის პრეზიდენტი.

გურამ საღარაძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. 

თენგიზ ღვინიაშვილი — მოქანდაკე, საქართველოს დამსახურებული მხატვარი. 

გიორგი შხვაცაბაია — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

რევაზ ჩხეიძე — კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, საერთაშორისო და საკავშირო კინოფესტივალების მრავალი პრემიისა და მთავარი პრიზების მფლობელი. 

 

2000 წელი

თამაზ გამყრელიძე — ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი.

ნონა გაფრინდაშვილი — მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანაპრეზიდენტი.

პანტიკო (ვაჟა) თორდია — შპს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი.

ნათელა იანქოშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ამირან კავკასიძე — ექიმი, საზოგადოება „თბილისელის“ ვიცე-პრეზიდენტი.

ზაალ კახიანი — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

ნოდარ ლომოური — ისტორიკოსი, პროფესორი, შ. ამირანაშვილი სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი.

ომარ მხეიძე — მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი.

 

1999 წელი

ვაჟა აზარაშვილი — კომპოზიტორი, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.

ვახტანგ ბალავაძე — სპორტსმენი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში.

ლეონიდე ბოკერია — ქირურგი, რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მოსკოვის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი.

გრიგოლ (გიგა) თოიძე — მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი.?

გურამ ლორთქიფანიძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

როინ მეტრეველი — ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თსუ რექტორი.

იზა ორჯონიკიძე — პოეტი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერეტურის მუზეუმის დირექტორი

კონსტანტინოს სტეფანოპულოსი — საბერძნეთის პრეზიდენტი.

თენგიზ სუხიშვილი — საქართველოს სახალხო არტისტი, „ქართული ნაციონალური ბალეტის“ დირექტორი. 

ირაკლი ციციშვილი — პედიატრი, პროფესორი.

ფრიდონ ხალვაში — პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

 

1998 წელი

აფაქიძე ანდრია მელიტონის ძე — ისტორიკოსი, არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი.

ჯანო ბაგრატიონი (ირაკლის ძე) — საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე.

გიორგი (გია) ბადრიძე — კინოდრამატურგი.

ფრიდონ თოდუა — ექიმი, დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი.

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე — საესტრადო მომღერალი, მსახიობი.

რობერტ ქოჩარიანი — სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი.

დიმიტრი (ჯუნა) მიქატაძე — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი. 

ვახტანგ მოსიძე — ფიზიოლოგო, ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ — კორესპოდენტი. 

ბინიამინ ნეთანიაჰუ — ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

მსტისლავ როსტროპოვიჩი — მუსიკოსი, ვიოლონჩელისტი. 

სალარიძე ვახტანგ — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

მიხეილ ქვლივიძე — პოეტი.

კონსტანტინე წერეთელი — აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

1997 წელი

ასკარ აკაევი — ყირგიზეთის პრეზიდენტი.

კარლო მეგრელიშვილი — საქართველოს დამსახურებული ინჟინერი.

ვახტანგ ტაბლიაშვილი — რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.  

რამაზ ჩხიკვაძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. 

სოფიკო ჭიაურელი — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ოთარ ჯაფარიძე — არქეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

1996 წელი

გიორგი (გიგა) ბათიაშვილი — არქიტექტორი, ძველი თბილისის აღდგენა-რეგენერაციის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი.

ბიძინა კვერნაძე — კომპოზიტორი.

გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე — რეჟისორი, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე. 

კოტე მახარაძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ნურსულტან ნაზარბაევი — ყაზახეთის პრეზიდენტი.

ანატოლი სობჩაკი — სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

რობერტ სტურუა — რეჟისორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ჯანსუღ ჩარკვიანი — პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ჟურნალ „დროშის“ რედაქტორი.

გიორგი ჩუბინიშვილი — „თბილისის ქალაქპროექტის“ საპატიო მთავარი ინჟინერი.

აკაკი ძიძიგური — საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 

 

1995 წელი

ნანი ბრეგვაძე — საესტრადო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ვალერიან გუგუნავა — სოციალისტური შრომის გმირი, ომის ვეტერანი.

მურმან ლებანიძე — პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

თეიმურაზ ჩირგაძე — ექიმი, ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.

 

1988 წელი

ვიქტორ გოცირიძე — „თბილგვირაბმშენის“ სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ალექსანდრე დათაშვილი — „თბილგვირაბმშენის“ ზეინკალ მემონტაჟეთა ბრიგადირი.

მარიამ ლორთქიფანიძე — ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.

ბორის პაიჭაძე — ფეხბურთელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 

მელორ სტურუა — ჟურნალისტი, გაზეთ „იზვესტიის“ საერთაშორისო მიმომხილველი.

მედეა ჯაფარიძე — კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

 

1987 წელი

ზურაბ ანჯაფარიძე — მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორის დირექტორი.

თინათინ ასათიანი — ფიზიკოსი, ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფიზიკა — მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლენინური პრემიის ლაურეატი.

რამიშ მაჯიდ-ოღლი ბეიბუთოვი — მომღერალი, სსრკ სახალხო არტისტი, აზერბაიჯანის მირზა ფათალი ახუნდობის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი.

სერგი დურმიშიძე — ბიოქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე- პრეზიდენტი, აკადემიკოსი.

ქეთევან ლომთათიძე — ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

გრიგოლ ტერეშჩენკო — მოწინავე მუშა.

 

1986 წელი

ვახტანგ ბერიძე — ხელოვნების ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.

გიორგი გულია — მწერალი, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მოღვაწე.

ოდისეი დიმიტრიადი — დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი.

მიხეილ თუმანიშვილი — რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ნინო პანკოვა — თბილიის წინდების საწარმოო გაერთიანება „კრწანისის“ მქსოველი.

ვერა ქემაშვილი — თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატის „საბჭოთა საქართველოს“ ბრიგადირი.

სიმონ ხეჩინაშვილი — ოტორინოლარინგოლოგი, თბილისის ექიმთა დახელოვნელბის ინსტიტუტის დირექტორი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

 

1985 წელი

ნატალია ბურმისტროვა — თბილისი გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი.

ოთარ თაქთაქიშვილი — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ტრიფონ როსტიაშვილი — გ. დიმიტროვის სახ. საავიაციო საწარმოო გაერთიანების ხარატთა ბრიგადირი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

შოთა ყავლაშვილი — თბილისის მთავარი არქიტექტორი, შოთა რუსთაველიუს სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ედუარდ შევარდნაძე — სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

1984 წელი

გრიგოლ აბაშიძე — პოეტ-აკადემიკოსი.

ვასილ ბოროდავკა — ქარხანა „ცენტროლიტის“ მუშა, სოციალისტური შრომის გმირი.

გიორგი დანელია — კინორეჟისორი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ციციშვილი, ირაკლი — არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, საბჭოთა კავშირის გმირი.

 

1983 წელი

მანანა აბრამიშვილ-ფეტვიაშვილი — მრავალშვილიანი დედა.

მერაბ ბერძენიშვილი — მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი.

ავლიპი ზურაბიშვილი — ფსიქიატრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ანა კალანდაძე — პოეტი.

ლევ კულიჯანოვი — კინორეჟისორი, სსრკ კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის პირველი მდივანი.

ოთარ ლითანიშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, თბილისის მთავარი მხატვარი.

გურამ მეტონიძე — საწარმოო გაერთიანება „ელმავალმშენებლის“ ელექტრომემონტაჟე.

გიორგი ტოვსტონოგოვი — ლენინგრადის მაქსიმ გორკის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი, სსრკ სახალხო არტისტი.

გიორგი ცაბაძე — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.

 

1982 წელი

ვიქტორ ამბარცუმიანი — ასტროფიზიკოსი, სომხეთის სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და პრეზიდენტი.

გივი გაჩეჩილაძე — თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ხარატი.

სესილია თაყაიშვილი — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ირაკლი თოიძე — მხატვარ-გრაფიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

კარლო კალაძე — პოეტი და დრამატურგი.

თენგიზ მენთეშაშვილი — სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი.

ნიაზი ზულფუგარის ძე ტაღიზადე—ჰაჯიბეკოვი — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და დირიჟორი.

ევგენი პრიმაკოვი — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.

ევგენი ხარაძე — ასტრონომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

უჩა ჯაფარიძე — საქართველოს სახალხო მხატვარი.

 

1981 წელი

ელგუჯა ამაშუკელი — საქართველოს სახალხო მხატვარი, მხატვართა კავშირის თავმჯდომარე.

ანდრია ბალანჩივაძე — კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ვლადიმერ ბურაკოვსკი — კარდიოქირურგი.

ვიქტორ კუპრაძე - მათემატიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

გიორგი კურტანიძე — თბილისის ფოლად-თუჯსამსხმელო ქარხნის ბრიგადირი.

ნინო რამიშვილი — მოცეკვავე, ქორეოგრაფი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ილია სუხიშვილი — მოცეკვავე, ქორეოგრაფი, საქართველოს სახალსო არტისტი.

 

1980 წელი

ირაკლი აბაშიძე — პოეტ-აკადემიკოსი

ვერიკო ანჯაფარიძე — მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ნიკოლოზ კეცხოველი — ბოტანიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ვალერიან ჭელიძე — გაერთიანება „თბილქალაქმშენის“ მე-14 ტრესტის მშენებელთა ბრიგადის  ხელმძღვანელი, სოციალისტური შრომის გმირი.

 

 1979 წელი

ლადო გუდიაშვილი — საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

კონსტანტინე ილურიძე — ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, სოციალისტური შრომის გმირი.

აკაკი შანიძე — ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

შუშანა ჩიქოვანი — საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი.