განათლების განყოფილების პროგრამები

 

  • სკოლამდელი  აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა 

პროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სკოლამდელი განათლების სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა აღსაზრდელებისთვის, სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დანერგვა,  საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება, ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შშმ პირებზე ადაპტირება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხავადასხვა ღონისძიების განხორციელება, მათ შორის: ახალი  ბაგა-ბაღების მშენებლობა, არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა).

 

  • ინტელექტუალური, საგანმანათლებლო  და  შემეცნებითი პროექტების ხელშეწყობა 

პროგრამის მიზანია სკოლის  მოსწავლეებში დებატების, საჯარო გამოსვლების, პრეზენტაციისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება,  ანალიტიკური, ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სკოლებში დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების და სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, სასკოლო კლუბების განვითარება და მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერა, საერთაშორისო ოლიმპიადებში და კონკურსებში მოსწავლეთა მონაწილეობის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ცხადდება კონკურსები საჯარო სკოლების ინიციატივების დაფინანსების მიზნით, ფინანსდება სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საგანმანათლებლო კონკურსები და ოლიმპიადები, აგრეთვე მოსწავლეთა მონაწილეობა საერთაშორისო  კონკურსების  STEM(მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა)  მიმართულებებში. 

 

  • ინკლუზიური  განათლების  ხელშეწყობა 

პროგრამის მიზანია ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობისთვის შშმ მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტის სერვისით უზრუნველყოფა,   ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის ბარიერების მოხსნა და შშმ მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრირება.

პროგრამის ფარგლებში თბილისში მოქმედ საჯარო სკოლებს ემსახურება ადაპტირებული  ტრანსპორტი.

 

  • პროფესიული და  ზრდასრულთა განათლების განვითარების ხელშეწყობა  

პროგრამის  მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი და დასაქმებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სერვისების განვითარება, მოქალაქეების კვალიფიკაციის  ამაღლების ხელშეწყობა და დასაქმება, ზრდასრულთა განათლების განვითარების მიზნით დედაქალაქში მოთხოვნადი პროფესიების  შესაბამისი სასწავლო პროგრამების და კურსების მხარდაჭერა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელება, დასაქმების ფორუმების ჩატარება და დამსაქმებელთან კომუნიკაციის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბება.

პროგრამის    ფარგლებში, თბილისში მოქმედ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, ხორციელდება  მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსები ტურიზმის, მომსახურების,  სამშენებლო-საინჟინრო  და  ტექნოლოგიების სფეროში.

 

  • უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა 

პროგრამის მიზანია სტუდენტების და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, სტუდენტებისთვის  სტაჟირების, ტრენინგების და მოკლევადიანი კურსების შეთავაზება, დედაქალაქში მოთხოვნადი სასწავლო მიმართულებების განვითარება, სტუდენტების ინიციატივების მხარდაჭერა.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციები,  საუნივერსიტეტო  საგანმანათლებლო ოლიმპიადები, კონკურსები და ჩემპიონატები სტუდენტების თვითრეალიზების ხელშეწყობისა და მათი უნარების განვითარების მიზნით,  ზაფხულისა  და ზამთრის სკოლები, უცხოელი პროფესორების ვიზიტები ქალაქში მასტერკლასებისა და ლექცია-სემინარების ჩატარების მიზნით.

უწყვეტი განათლების ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება  პროგრამა „დაიწყე კარიერა“, რომელიც ითვალისწინებს ბაკალავრიატის საფეხურის  სტუდენტების  სტაჟირებას  მუნიციპალურ ორგანიზაციებში. 

 

  • იურიდიული კლინიკა 

პროგრამის მიზნებია ქ.თბილისის მერიაში მოწინავე იურიდიული კლინიკის შექმნა და ფუნქციონირება; იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებსა და  ახლადდამთავრებულ იურისტებში პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა მათი იურიდიულ კლინიკაში ჩართულობის მეშვეობით; მოსახლეობის ხელშეწყობა საკუთარი უფლებების სამართლებრივ დაცვასა და რეალიზაციაში; სამართლებრივი ხასიათის აქტუალური პრობლემატიკის სწრაფი იდენტიფიცირება; პრევენციული ხასიათის ღონისძიებების განხორციელება მოსახლეობისათვის აქტუალურ პრობლემურ საკითხებზე.

 

  • სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა 

პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათთვის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დაუფლებაში ხელშეწყობა, დედაქალაქისათვის პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებზე სწავლის ხარისხის ამაღლება და წარმატებული სტუდენტების  წახალისება, მაღალი კვალიფიკაციის კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

პროგრამის ფარგლებში ხორციელდება თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის  დაფინანსება აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით  100%, 70% და 50%-ის ფარგლებში (სახელმწიფოს მიერ აღიარებული გრანტის ფარგლებში).

 

საკრებულოს დადგენილება

 

  • წარმატებული  სტუდენტების  წახალისება 

პროგრამის მიზანია სტუდენტების მოტივაციის ამაღლება, აკადემიური მაჩვენებლების გაუმჯობესება და  წარჩინებული სტუდენტების ფინანსური   წახალისება.

პროგრამის  ფარგლებში  თბილისში რეგისტრირებულ წარჩინებულ  მაგისტრანტებს, რომლებიც სწავლობენ თბილისში  მოქმედ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მაგისტრატურის აკადემიურ  საფეხურზე, ენიშნებათ  თბილისის მერიის  სტიპენდია. 

 

საკრებულოს დადგენილება

 

  • მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე 

პროგრამის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელების ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენა და ამ მიზნების განსახორციელებლად შესაბამისი პირობების შექმნა. მოზარდთა ინტერესების შესაბამისად პროფილური წრეების, ცენტრების, კლუბებისა დ სტუდიების შექმნის ხელშეწყობა, მოსწავლე-ახალგაზრდობის შემეცნებით-შემოქმედებითი და დასვენება-გაჯანსაღების პროგრამების განხორციელება, პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.