მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე არის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც 6-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის არის სკოლისგარეშე, დამატებითი განათლების მიღების ადგილი. ეს არის არაფორმალური განათლების ლიდერი ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება თავისუფალი დროის გონივრული გამოყენებისა და სკოლისშემდგომი დამატებითი განათლების მიღების საქმეს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მრავალპროფილიანი, საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც თავისი მოქნილი სტრუქტურით, მრავალი მიმართულებით ემსახურება სასკოლო ასაკის მოზარდისა და ნებისმიერი ინტერესის მქონე ბავშვის არასასწავლო, თავისუფალი დროის გონივრული გამოყენებისა და სკოლისშემდგომი დამატებითი განათლების მიღების საქმეს. დღეს სასახლეში 4500-მდე მოზარდია დარეგისტრირებული. მათი უმრავლესობა 2,3 ან მეტ წრეზე დადის, აქედან გამომდინარე, სასახლე წლის განმავლობაში 7000-ზე მეტ ბავშვსა და მოზარდს ემსახურება. არაფორმალური, კეთილგანწყობითი გარემო, სწავლების ცვალებადი ფორმა, საკუთარი არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთების შესაძლებლობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის მოსწავლეთა თვითრეალიზაციისა და თვითდამკვიდრებისათვის, შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის, შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, მიზანსწრაფული, მოტივირებული, პასუხისმგებლობის გრძნობისა და მაღალი კომპეტენციის პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის.

 

 

     მისამართი: თბილისი , რუსთაველის გამზ. #6

     ტელ: (+995 32) 299 75 07

     ელ-ფოსტა: pr@youthpalace.ge

    Web: http://youthpalace.ge/