„სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“ სამოქალაქო-ადმინისტრაციული და სამეწარმეო-საგადასახადო პრობლემური საკითხების გადაჭრაზეა ორიენტირებული. ორგანიზაცია ახორციელებს მოქალაქეთა  უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ უფასო სამართლებრივ საქმიანობას, რომლის მთავარი მიზანია მოქალაქეებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და დახმარება, საზოგადოებაში სამართლებრივი განათლების დონის ამაღლებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, მოქალაქეთა სამართლებრივი ინტერესების დაცვა სასამართლო, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოებში.

ა(ა)იპ-ის ერთ-ერთ მასშტაბურ პროექტს  იურიდიული კლინიკა- „ჩემი ადვოკატი“ წარმოადგენს, რომელიც მოქალაქეებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევს. პროგრამა „ჩემი ადვოკატი“ იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და დამწყები იურისტების საადვოკატო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში უწყობს ხელს, იგი ორიენტირებულია გადაამზადოს და აუმაღლოს კვალიფიკაცია იურიდიულ სფეროში მომუშავე პირებს.  

 

მისამართი: თბილისი, მიცკევიჩის 29ა

ტელ: 595210043

Web: http://myl.ge/