ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი მოიცავს ორ სპორტულ ბაზას - მ. ჯუღელის I- ში (ყოფილი სანაპიროს N 8 ) მდებარე ტანვარჯიშის სპორტულ ობიექტს, რომელიც ფუნქციონირებს 1956 წლიდან და  ზაზიაშვილის 14 - ში მდებარე აკრობატიკის დარბაზს -  რომელიც ფუნქციონირებს 1972 წლიდან. 

ზაზიაშვილის 14 - ში მდებარე სპორტულ ცენტრში ფუნქციონირებს სპორტული  აკრობატიკა;

სანაპიროს N 8- ში მდებარე სპორტულ ცენტრში ფუნქციონირებს მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული ტანვარჯიში და  ბატუტზე ხტომა.

ამჟამად ცენტრში ვარჯიშობენ როგორც დაწყებითი ჯგუფები, ასევე საქართველოს ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრები ყველა აღნიშნულ სახეობაში, რომლებიც ყოველწლიურად მონაწილეობენ როგორც ადგილობრივ ღონისძიებებში, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში. 

 

 

  • მისამართი: მ. ჯუღელის I 
  • ზაზიაშვილის ქ. N14 
  • ტელ:032 298 75 09
  • Facebook