სპორტული ცენტრი ფუნქციონირებს 2015 წლის 26 სექტემბრიდან, მდებარეობს  ლილოს  დასახლებაში # 107  საჯარო  სკოლის  მიმდებარე  ტერიტორიაზე.

საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს შემდეგ სპორტულ ჯგუფებში: ბ/რ ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კიკბოქსინგი, მხატვრული ტანვარჯიში, ფეხბურთი, კიოკუშინკაი კარატე და რაგბი.

      ბენეფიციართა რაოდენობა -  215.

 

მისამართი: ქ.თბილისი; ლილოს დასახლება;N107 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია

ტელ:577237300

Facebook

 

ცენტრის სტრუქტურული ერთეულია: ვაზისუბნის მშენებარე რაგბის მოედანი. მშენებლობა მიმდინარეობს  12 306 კვ.მ. ფართობზე და მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების რაგბის სტადიონი, ადმინისტრაციული შენობა, 500 ადგილიანი ტრიბუნა და საშხაპეები.

  • სტადიონი განკუთვნილი იქნება როგორც რაგბისტებისთვის, ასევე ფეხბურთის, ბეისბოლის, ბალახის ჰოკეის და ფრისბის შესწავლის მსურველებისთვის;
  • კომპლექსი მინიმუმ 500 ბენეფიციარს მოემსახურება.

 

მისამართი: ქ.თბილისი; ვაზისუბნის IVმ/რ-ნი