ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების განყოფილება საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს დამტკიცებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის და საქალაქო სამსახურის დებულების საფუძველზე ახორციელებს  საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ  პროგრამებს,  რომელთა მიზანია ახალგაზრდების ინოვაციური იდეების გენერირება და მათ განხორციელებაში მხარდაჭერა, სამოქალაქო აქტივობის გაზრდისა და ქალაქის მართვის პროცესში ახალგაზრდების ჩართვის უზრუნველყოფა, მათი შესაძლებლობებისა და პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა.

ახალგაზრდულ საქმეთა პროგრამების განყოფილება ორიენტირებულია ახალგაზრდული  მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და დაძმობილებული ქალაქების ახალგაზრდებთან მჭიდრო კონტაქტების დამყარებაზე, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელების წინაპირობაა.