• ახალგაზრდული ღონისძიებები 

პროგრამა შექმნილია თბილისში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ახალგაზრდული ინფრასტრუქტურისა და გარემოს შექმნის მიზნით, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა. პროგრამის ფარგლებში იგეგმება და ხორციელდება ახალგაზრდული ბანაკები; ახალგაზრდული ცენტრების ბაზაზე ტარდება ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ახალგაზრდული ღონისძიებები; ახალგაზრდებისთვის ხორციელდება გასართობი, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებები. აღნიშნული მიმართულება აქტიურად მუშაობს, რომ ხელი შეუწყოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას, ასევე გათვალისწინებულია თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებები და სხვა.

 

  • ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა

ქვეპროგრამა მოიცავს ახალგაზრდებისთვის გასართობ, შემეცნებით, მასობრივი სპორტული ღონისძიებების პოპულარიზების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი აქტივობების მხარდაჭერას სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებაში; ტარდება შემეცნებით-საგანმანათლებლო პრაქტიკული ტურები;

ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებული თანამშრომლობის გაღრმავება, საკოორდინაციო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, დედაქალაქის მასშტაბით სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა, კვლევების საფუძველზე დედაქალაქის ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შექმნა; იგეგმება და განხორციელდება ახალგაზრდული ბანაკები, სადაც ახალგაზრდები ერთვებიან საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში. ასევე, გათვალისწინებულია ა(ა)იპ "მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის“ ფუნქციონირების ხელშეწყობა.

 

  • თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ხელშეწყობა 

ქვეპროგრამის ფარლებში ხორციელდება: მოხალისეთა ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს მოხალისეთა რეგულარულ დატრენინგებას, ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას, საინფორმაციო კამპანიას; მოხალისეთა ლოკალური ჯგუფების ფორმირებას; მოხალისეთა ჩართვას საერთაშორისო მოხალისეთა ბანაკებში. ქვეპროგრამის სტრატეგიული მიმართულებაა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და საერთაშორისო დონეზე ქსელური მუშაობის წახალისება, სასწავლო ვიზიტების ორგანიზება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. პროგრამის ერთ-ერთი სტრატეგიული ნაწილია ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა - დედაქალაქში რეგისტრირებული და საინიციატივო ჯგუფების სახით არსებული ახალგაზრდული გაერთიანებების ელექტრონული ბაზის შექმნა, ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარებისკენ და მენეჯმენტის გაძლიერებისკენ მიმართული სასწავლო კურსების ორგანიზება (გრძელვადიანი გრანტის მოპოვება, პროექტის წერა, დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება და ა.შ.). ქვეპროგრამა ითვალისწინებს ევროპის ახალგაზრდული დედაქალაქის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული პროცედურების გავლას - ახალგაზრდების ჩართულობის სტრატეგიის მომზადებას, საინფორმაციო კამპანიის განხორციელებას, ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას ევროინტეგრაციის პროცესებში, რაც მოიცავს ახალგაზრდების ინფორმირებას ევროინტეგრაციის პროცესებით მოსალოდნელი დადებითი შედეგების შესახებ და აქტიურ პიარ-კამპანიას. პროგრამა მოიცავს ინოვაციურ პროექტს-"მერიასთან ერთად", ეს არის ინტერაქტიული პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს აერთიანებს საერთო იდეების გარშემო და აძლევს მათ ამ იდეის განხორციელების საშუალებას. პროგრამის მართვა მოხდება სპეციალურად შექმნილი ელექტრონული გვერდის მეშვეობით. პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებასა და თავისუფალი დროის ეფექტურ გამოყენებას. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა შეარჩიონ მათთვის სასურველი პროექტი, დაგეგმონ მათთვის საინტერესო აქტივობა და განახორციელონ მერიასთან ერთად.