ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის სპორტის განყოფილების კომპეტენციას წარმოადგენს ქ. თბილისში სპორტის, ფიზიკური აღზრდის, მასობრივ-გამაჯანსაღებელი, სხვადასხვა რანგის სპორტული ღონისძიების ჩატარება, დედაქალაქში სპორტული ბაზების ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ მუშაობაზე კონტროლი და სპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, თბილისში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება-პოპულარიზაცია, თბილისის ნაკრების, ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში. სპორტის ეროვნულ და თბილისის ფედერაციებთან, სპორტულ ასოციაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; მწვრთნელ-მასწავლებლებისა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებისათვის თბილისელი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მატერიალური წახალისება; თბილისში მასობრივი სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა სახეობებში სპორტული კლუბების ხელშეწყობა და განვითარება, კლუბების საჭირო ინვენტარით და სპორტსმენთა ეკიპირებით უზრუნველყოფა; სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვის მიზნით; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
განყოფილება კურირებს შემდეგ სპორტულ ობიექტებს :
- ა(ა)იპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი“
- ა(ა)იპ ქალაქ თბილისის „გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი“
- ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის „მ. ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის მზადების სპორტული ცენტრი“
- ა(ა)იპ ქ. თბილისის მერიის ,,ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი“
- ა(ა)იპ. ქ. თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი „იმედი“
- ა(ა)იპ „ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრი“
- ა(ა)იპ „ჩოგბურთის განვითარება“
- ა(ა)იპ „ქ. თბილისის მერიის ვ. კაჭარავას სახელობის ფრენბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრი“
- ა(ა)იპ წყალბურთელთა გუნდი „თბილისი“