1. მოწვევა თბილისშისაბურთალოს რაიონინაკვეთი 06/095 თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 9343 კვ. (/ 01.10.08.006.095) და თბილისშიქუჩა არჩილ მეფე N13-15-ის მიმდებარედასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშიარსებული 1412 კვ. (/: 01.10.07.007.111) მიწის ნაკვეთებზე (ჯამში 10 755 კვფართობისაცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით.

თბილისის მუნიციპალიტეტი აწარმოებს ინვესტორთა შერჩევას ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონი, ნაკვეთი 06/095 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 9343 კვ. მ. (ს/კ 01.10.08.006.095) და ქ. თბილისში, ქუჩა არჩილ მეფე N13-15-ის მიმდებარედ, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1412 კვ. მ. (ს/კ: 01.10.07.007.111) მიწის ნაკვეთების (ჯამში 10 755 კვ. მ. ფართობი) საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიზნით.

ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების ინტენსივობის  კოეფიციენტი (კ-2) შესაძლებელია დადგინდეს 3,6-დან 4,2 მაჩვენებლების ფარგლებში.

დაინტერესებულმა ინვესტორებმა (დეველოპერებმა) უნდა წარმოადგინონ წინადადებები, რომელშიც მითითებული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გადმოსაცემი ფართების ოდენობა (თეთრი კარკასის მდგომარეობით).

დაინტერესებულმა ინვესტორებმა (დეველოპერებმა), აგრეთვე, უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია სამშენებლო სფეროში მათი გამოცდილების შესახებ; კერძოდ, რა სამშენებლო პროექტები განახორციელეს მათ არანაკლებ ბოლო სამი წლის განმავლობაში.

წინადადებები, იმ ინვესტორების (დეველოპერების), რომელთაც არ აქვთ სამშენებლო სფეროში მოღვაწეობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება ან/და გარკვეული მიზეზების გამო, გაჩერებული აქვთ მიმდინარე სამშენებლო პროექტები, არ განიხილება ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში.