თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, დედაქალაქში უცხოელი ექსპერტების მოწვევის მიზნით, აცხადებს საპროექტო განაცხადების მიღებას.

კონკურსის მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო კონტაქტების განვითარება და ქალაქში, სხვადასხვა სფეროში, ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.

უცხოელი სპეციალისტები და ექსპერტები, ვიზიტის ფარგლებში, ჩაატარებენ ლექციებსა და მასტერკლასებს, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, როგორც მერიის, ასევე, ქალაქში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

პროექტის განმახორციელებელი:

საპროექტო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ორგანიზაციებს.

პროექტის თემატიკა:

  1. არქიტექტურა და ურბანული განვითარება;

    

  1. ტრანსპორტი;

 

  1. გარემოს დაცვა;

 

  1. განათლების პოლიტიკა და ადმინისტრირება;

 

  1. საზოგადოებრივი ჯანდაცვა;

 

  1. სპორტის პოლიტიკა და მენეჯმენტი;

 

  1. კულტურა და ხელოვნება;

 

  1. ციფრული ტექნოლოგიები.

 

ხარჯების ანაზღაურება:

თითოეული ექსპერტის ვიზიტთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება არაუმეტეს 7 კალენდარული დღისა.

ვიზიტის ფარგლებში ანაზღაურდება:

ü  მგზავრობა (ორმხრივი ავიაბილეთი, შიდა ტრანსპორტირება);

ü  განთავსება;

ü  კვება;

ü  კულტურული და სოციალური პროგრამა.

თითოეული ექსპერტის ვიზიტთან დაკავშირებული გასაწევი ხარჯების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.

პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება მოწვეული ექსპერტის ჰონორარი.

პროექტს თან უნდა ერთვოდეს მოწვეული ექსპერტის CV, რომლითაც დადასტურდება მისი კვალიფიკაცია შესაბამის სფეროში.

კონკურსის ფარგლებში შემოსულ პროექტებს განიხილავს საქალაქო სამსახურთან არსებული პროექტების განმხილველი კომისია.

პროექტის განხორციელების ვადები:

განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს საქალაქო სამსახურის მიერ დამტკიცებული საპროექტო განაცხადის ფორმით (იხ. დანართი) 2019 წლის 12 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

პროექტი უნდა განხორციელდეს 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

შენიშვნა: განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, პროექტის დაწყებამდე, არანაკლებ, 20 კალენდარული დღით ადრე.