გაცნობებთ, რომ გამოიცა . თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ღია კაფეს მოწყობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის N 20.479.625 და ქალაქ თბილისის საკრებულოს N 79 განკარგულებები. აღნიშნული განკარგულებებით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებები ვრცელდება ღია კაფეს მოწყობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ. ქ. თბილისის მთავრობისა და საკრებულოს განკარგულებების დეტალურად გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე:

გაცნობებთ, რომ აღნიშნული განკარგულებებით გათვალისწინებული ხელშემწყობი ღონისძიებების შესაბმის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე გავრცელების მიზნით, საჭიროა სრულად შეავსოთ განაცხადის შაბლონი, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან:

ხელმოწერილი განცხადება შესაძლებალია წარმოადგინოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ქ. თბილისი, შარტავას 7), პირველ სართულზე მე-3 სივრცეში ან ელექტრონულად:

  1. ვებ გვედზე: https://my.municipal.gov.ge/
    1. აირჩიეთ: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია è სსიპ - ქონების მართვის სააგენტო è მოსარგებლეთა ქირისგან გათავისუფლება è ღია კაფეს მოიჯარეთა ქირისგან გათავისუფლება
    2. მოთხოვნის შინაარსის ველში გადმოიტანეთ შევსებული განცხადების შაბლონი
    3. დააჭირეთ განხადების გენერაციის ღილაკს და თქვენი განაცხადი გადმოიგზავნება შესაბამის სამსახურში

 

  1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე: http://auction.tbilisi.gov.ge/
    1. აირჩიეთ: სერვისები è განცხადებები è ღია კაფეს მოიჯარეთა საიჯარო ქირისგან გათავისუფლება
    2. შეავსეთ შესაბამისი ველები და ატვირთეთ ხელმოწერილი შევსებული განცხადების შაბლონი
    3. დააჭირეთ გადაგზავნის ღილაკს და თქვენი განაცხადი გადმოიგზავნება შესაბამის სამსახურში

ზემოაღნიშნული ინსტრუქცია ვრცელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების მოსარგებლეებზე, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების (შპს "თბილერვისი, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია", ა.შ.) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოსარგებლებმა, გთხოვთ, მიმართოთ უშუალოდ ამ კომპანიებს.