ჯანდაცვის პროგრამები

 

 

ონკოპრევენციის პროგრამა 

პროგრამის არსი:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და კოლორექტული კიბოს სკრინინგისათვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსება.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი 

 

C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვისათვის

საჭირო კვლევების დაფინანსების პროგრამა 

 

პროგრამის არსი:

სწრაფი/მარტივი ტესტირების მეთოდით C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრისა  და მკურნალობაში ჩართვამდე აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფა.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა

 

პროგრამის არსი:

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე მოსარგებლეებისათვის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება, ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა და განახლება, აღნიშნული გეგმის შესაბამისად, მულტიდისციპლინური გუნდის ერთი ან რამდენიმე სპეციალისტის მიერ კომპლექსური თერაპიის ინდივიდუალური სეანსების მიწოდება.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა 

პროგრამის არსი:

პროგრამით განსაზღვრულ სერვისებს წარმოადგენს ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამნაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების მომსახურების დაფინანსება.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის

დაფინანსების პროგრამა  

პროგრამის არსი:

პროგრამა განსაზღვრავს გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიურ კონტროლს.

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 

 

ლეიკემიისა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში

(30 წლამდე ასაკის) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის პროგრამა 

პროგრამის არსი:

პროგრამა განსაზღვრავს ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებში (30 წლამდე ასაკის) ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსების განხორციელების პირობებს. პროგრამით გათვალისწინებული სერვისის მიმღები ბენეფიციარები არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 30 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადებების ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სავალდებულო/შესაძლო ჩვენების მქონე საქართველოს მოქალაქეები. 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი