ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური  წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის  სტრუქტურული ერთეულს, რომელიც დადგენილი წესით ახორციელებს ზედამხედველობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის გარე იერსახის, გარე რეკლამის, გარე ვაჭრობის, გარემოსა და ბუნებრივი  რესურსების, ასევე ხმაურის ნორმების დაცვაზე. 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია:

ა)    სამშენებლო საქმიანობის  დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება;

ბ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), თბილისის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;

გ) გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი;

დ) გარე ვაჭრობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

ე) უკანონო, უსახური და ამორტიზირებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;

ვ) ხმაურის ნორმების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი ზომების განხორციელება;

თ) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი, ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;

ი) კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლი;

კ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის გამოცემა;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე (არქეოლოგიური ძეგლებისა და საკულტო-რელიგიული დანიშნულების ობიექტების გარდა) წარმოებული სამუშაოებზე სანებართვო პირობების კონტროლი, სამუშაოების მიღების ან მიღებაზე უარის თქმის თაობაზე შესაბამისი აქტის გამოცემა;