ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური 

სამსახური არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საქართველოს ტერიტორიის  ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის, ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზების და სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზების მართვას. 

სამსახურის ძირითადი ამოცანაა: 

დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში,  ტრანსპორტისა და საგზაო მოძრაობის ორგანიზების საკითხებზე ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გატარება, ორგანიზება და მართვა.