ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური არის თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელის მიზანია თბილისის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო პირობების შექმნა.

სამსახურის ამოცანები:
• თბილისის მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის შემუშავება; 
• თბილისის ტერიტორიაზე ბიზნესის და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებისა და ცნობადობის ამაღლებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა; 
• კვლევების, სტრატეგიების, პროგრამების, პროექტების და სხვა შემუშავება, მათი განხორციელება და ხელშეწყობა.