თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა

 

,,თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა’’ - ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ბიბლიოთეკაა, რომელიც 1909 წლის 18 მაისს დაარსდა. ბიბლიოთეკის დამფუძნებლები  ცნობილი ქართველი მეცენატი ძმები - სტეფანე, ლევან, პეტრე და იაკობ ზუბალაშვილები იყვნენ. 1928  წელს ბიბლიოთეკის  წიგნადი ფონდი ისე გაიზარდა, რომ ბიბლიოთეკის გაფართოება გახდა საჭირო. ამავე წელს ბიბლიოთეკას პროკოფი (ალიოშა) ჯაფარიძის სახელი მიენიჭა და „ალ. ჯაფარიძის სახელობის თბილისის საქალაქო მასობრივი ბიბლიოთეკა №1“ დაერქვა. 1933 წლიდან იგი „თბილისის მასობრივ სანიმუშო-საჩვენებელ ბიბლიოთეკად“ გარდაიქმნა, 1944 წლიდან კი „თბილისის ალ. ჯაფარიძის სახელობის სახელმწიფო სამეცნიერო ბიბლიოთეკა“ ეწოდა.

1980 წლიდან ბიბლიოთეკა ქალაქის ცენტრალურ დაწესებულებად იქცა, რომელსაც თბილისის სხვადასხვა რაიონისა და უბნის 60 ბიბლიოთეკა დაექვემდებარა. ამან ბიბლიოთეკის დატვირთვისა და ფუნქციების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

1994 წლის მაისში, მწერალთა ერთი ჯგუფის წინადადებით, ბიბლიოთეკას მიხეილ ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. 2006 წლის 9 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის  №673 ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის შექმნის შესახებ“, რის საფუძველზეც ბიბლიოთეკას „ქ. თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა“ ეწოდა.

ამჟამად  ქ.თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის  გაერთიანებაში დედაქალაქის 36 და დიღმის, კოჯრის, წავკისის, დიდი ლილოსა და სოფელ ფონიჭალის ბიბლიოთეკები შედის.

ვებგვერდი: www.tml.ge

ელექტრონული ფოსტა: biblioteka@tml.ge

გვერდი facebook-ზე: https://www.facebook.com/tbilisismtavaribiblioteka/

 


 

თბილისის მედიათეკების გაერთიანება

 

,,თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მულტიმედიური ბიბლიოთეკების ქსელია, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით გაიხსნა  2013 წელს.  მედიათეკა წარმოადგენს კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც თავის წევრებს სთავაზობს უახლეს წიგნად ფონდს სხვადასხვა ენებზე, წვდომას ელექტრონულ რესურსებთან, სამუშაო სივრცეს, ღონისძიებათა ფართო არჩევანს და ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურას საქმიანი და შემოქმედებითი მიმართულებით. მედიათეკის წევრობა ფასიანია.  ამ დროისთვის ფუნქციონირებს სამი ფილიალი:  ვაკის, ვარკეთილის და ნაძალადევის რაიონებში.

მედიათეკის მიზანია ხელი შეუწყოს ქალაქის მაცხოვრებელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ინტერესებს და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი სახის სერვისი არსებული ტექნიკური ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსის გამოყენებით.

მედიათეკის  შენობები დაკომპლექტებულია  სამკითხველო დარბაზებით ბავშვებისა და მოზარდებისათვის, კომპიუტერული სივრცით და მულტიმედიური ოთახით, სადაც ეწყობ ფილმების ჩვენებები, კონფერენციები და შეხვედრები. მედიათეკის ამოცანაა, როგორც საკუთარი პროექტებისა და იდეების განხორციელება, ასევე დაინტერესებულ მომხმარებელთა და პარტნიორთა ხელშეწყობა.

,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ შენობების პროექტის ავტორი არის ,,ლაბორატორია N-3”, რომელიც 2006 წლიდან არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში საქმიანობს. მედიათეკის ინფრასტრუქტურული და შინაარსობრივი კონცეფციის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო მარკეტინგული კვლევების ცენტრ ,,ესქპერტოს“ (,,EXPERTO” consulting and marketing research centre) დირექტორმა ლუდოვიკ ჟირომ.

 

კონტაქტი 

ვაკის  ფილიალი

ილია ჭავჭავაძის გამზირი 76,  თბილისი, 0162

ტელ:  2 24 10 24

 

ვარკეთილის  ფილიალი

ვიქტორ  კუპრაძის  ქუჩა  2,  თბილისი,  0163

ტელ:  2 20 76 28

 

ნაძალადევის  ფილიალი

ცოტნე დადიანის 164,  თბილისი,  0180

ტელ:  2 24 10 25

 

www.mediatheka.ge

office@mediatheka.ge

https://www.facebook.com/mediathekatbilisi 

 


 

   მუზეუმების გაერთიანება

 

ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“ 2016 წლის 29 ივლისს დაფუძნდა (თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება 30.02.651 და წარმოადგენს თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანებას, რომელიც გულისხმობს 9 დამოუკიდებელი მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და  ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება.

 

მისამართი:

ივ. ჯავახიშვილის ქ. №7 (ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი);

გ. ჩუბინაშვილის ქ. №22 (ილია ჭავჭავაძის თბილისის სახლ-მუზეუმი)

გ. ჩუბინაშვილის ქ. №13(შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმი)

 

ტელეფონი: (+995 32) 2 95 70 78

 

 მისამართი: დ. ბაქრაძის ქ. №10

ტელეფონი: (+995 32) 2 99 81 16

 

 მისამართი:  ჩახრუხაძის ქ. №17

ტელეფონი: (+995 32) 2 99 81 16

 მისამართი: მ. ჯავახიშვილის ქ. №21

ტელეფონი: (+995 32) 2 92 03 67

მისამართი: კ. მარჯანიშვილის ქ. №4

ტელეფონი: (+995 32) 2 94 01 34

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი №83/23

ტელეფონი: (+995 32) 2 95 19 63

მისამართი: ზანდუკელის ქ. №1

ტელეფონი: (+995 32) 2 95 19 63

 

მისამართი: დ. უზნაძის ქ. №2

ტელეფონი: (+995 32) 2 95 59 16

 

მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი №103

ტელეფონი: (+995 32) 2 99 78 58

 

 www.tbilisimuseumsunion.ge

 


 

 

თბილისის თანამედროვე ბალეტი

 

დაარსდა  გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტი.  2016 წლის მანძილზე თანამედროვე ბალეტის დასმა მაყურებელს რამდენიმე პრემიერა შესთავაზა. დასი მაყურებლის წინაშე, პირველად სპექტაკლით „Dovid, Doven, Dovli..“ წარსდგა, რომელიც დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა გალაქტიონ ტაბიძის პოეზიაზე დადგა. გარდა ამისა შეიქმნა წარმოდგენა საგანგებოდ თბილისობის დღესასწაულისთვის. სპექტაკლის „A LA DUDUKI“ პრემიერა 16 ოქტომბერს განახლებულ აღმაშენებელზე შედგა. საახალწლოდ კი დასმა თბილისელებს ჯაზ ბალეტი შესთავაზა. „PENSATIVA“ თბილისის თანამედროვე საბალეტო დასისა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტია. გარდა ამისა, დასს რამდენიმე გასტროლიც ჰქონდა ქუთაისსა და ბათუმში.

 

 


 

თბილისის მერიის ბიგ-ბენდი

 

მუნიციპალური ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ 1997 წელს დაარსდა. მუსიკალურ წრეებში ორკესტრი მაღალპროფესიულ, საუკეთესო საშემსრულებლო ხარისხის თანამედროვე კოლექტივადაა აღიარებული. 

თბილისის მერიის „ბიგ-ბენდი“ ერთადერთი ორკესტრია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც მონტე-კარლოს საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის - The Trophy of the Monte-Carlo Jazz Master 2006 გამარჯვებული და პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. 

თბილისის „ბიგ-ბენდის“ რეპერტუარი მრავალფეროვანია. ორკესტრის დამაარსებელი გაიოზ კანდელაკი, სამხატვრო ხელმძღვანელი და  დირიჟორი კი გივი გაჩეჩილაძეა. „ბიგ-ბენდის“ შემადგენლობაში საქართველოს საუკეთესო მუსიკოსთა ნაკრები და მომღერალთა ჯგუფია. ორკესტრს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მრავალი კონცერტი აქვს გამართული.

ვებგვერდი: www.tbilisibig-band.ge

გვერდი facebook -ზე: https://ka-ge.facebook.com/TbilisiBigBand

 


 

ხელოვნების სკოლები 

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური 33 მუნიციპალურ სახელოვნებო სკოლას აერთიანებს, რომელთა  მიზანი მოზარდთა ნიჭის გამოვლენა-განვითარებაა. 

თბილისის ხელოვნების სკოლები 8700-მდე მოზარდს აერთიანებს. ხელოვნების სკოლებში საფორტეპიანო, საორკესტრო, სიმებიანი, საესტრადო, თეორიული, სამხატვრო, თეატრალური და სხვა განყოფილებები ფუნქციონირებენ.  

თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური ყოველწლიურად მაღალი აკადემიური მოსწრების 680 მოსწავლესა და მათ პედაგოგებს, არამოთხოვნადი სპეციალობების 595 და სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის 2 400 მოსწავლეს აფინანსებს. ხელოვნების სკოლებში 1300-მდე  პედაგოგია დასაქმებული. 

სკოლებში საანგარიშო-საიუბილეო კონცერტები, ნახატებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენები ყოველწლიურად ტარდება. მოსწავლეები  ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობენ. 

 


 

 

სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი 

 

1952 წელს ქართული კულტურის გამოჩენილი მუშაკების - გიორგი ხახანაშვილის, გიორგი ალექსიძისა და დავით ჯავახიშვილის ინიციატივით, თბილისში საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის პირველი „მხატვრული თვითმოქმედების კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელი“ დაარსდა. 

1971 წელს სასწავლებელს დიდი სერგო ზაქარიაძის სახელი მიენიჭა, 1997 წლიდან კი ის ქვეყნის წინაშე ახალი კონცეფციით, პროგრამითა და მიზნებით წარსდგა და მისი ახალი სახელწოდებაც - „სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი“ სწორედ ამ სიახლემ განაპირობა. ამ დროიდან მოყოლებული, „სერგო ზაქარიაძის სახელობის კოლეჯი“ საქართველოს სახელოვნებო განათლების სისტემაში ახალგაზრდობის პროფესიული ჩამოყალიბების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლად ჩამოყალიბდა. 

„სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯს“ მოსწავლეთა პრაქტიკული და თეორიული მომზადებისთვის სრულყოფილი ბაზა აქვს - სამი სარეპეტიციო დარბაზი, თეატრალური სცენა, მუსიკალური კაბინეტი, თეორიული მეცადინეობისთვის განკუთვნილი კაბინეტები, მდიდარი ბიბლიოთეკა და სხვ. 

კოლეჯი ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში სისტემატურად მონაწილეობს. 2007 წლიდან სასწავლებელი საბერძნეთის საერთაშორისო ცეკვის აკადემიის წევრია. 

ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების 

„სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯმა“ ქართული კულტურის მრავალი სახელოვანი წარმომადგენელი აღზარდა, რომელთა შორისაა: ანზორ ერქომაიშვილი, რევაზ ჭანიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, თემურ ქევხიშვილი, უჩა დვალიშვილი, გოჩა კაპანაძე და მრავალი სხვა.

 

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის ქ. #88 

ტელეფონი: 2 95 30 84; 599 51 08 84 

ელექტრონული მისამართი: zaqariadzelebi@gmail.com